„არ არის გამორიცხული, მოზარდი სხვა რამის გამო იყო ცხოვრებაზე გამწარებული და პოლიციაში მისი დაკითხვა ბოლო წვეთი აღმოჩნდა“

„არ არის გამორიცხული, მოზარდი სხვა რამის გამო იყო ცხოვრებაზე გამწარებული და პოლიციაში მისი დაკითხვა ბოლო წვეთი აღმოჩნდა“

პატრიარქის კურთხევით ლუკა სირაძეს წესს აუგებენ. 15 წლის მოზარდი, რომელმაც პოლიციაში დაკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა, რამდენიმე დღე ებრძოდა სიკვდილს, იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, მაგრამ დაიღუპა.

მოზარდის საქმის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ცდილობდა, თავი უდანაშაულოდ წარმოეჩინა, თუმცა ამაოდ. მოზარდის გარდაცვალების შემდეგ ჩოლოიანი დააკავეს, რის შემდეგაც ის შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნაციონალების დროინდელმა გამომძიებელმა მარიანა ჩოლოიანმა სახელი ე.წ. ყინწვისის საქმით გაითქვა. ყინწვისის საქმეზე დაკავებული ნიკა გოგუაძე იხსენებს, რომ ჩოლოიანი მისი 12-საათიანი დაკითხვისას ოთახიდან გადიოდა და ეს იყო ნიშანი კუნთმაგარი პოლიციელებისთვის, გოგუაძეს სასტიკად გასწორებოდნენ.

რამდენად კორექტულად მოიქცა მარიანა ჩოლოიანი 15 წლის მოზარდის დაკითხვისას და უღალატა თუ არა თავის ჩვეულ სტილს, ეს არავინ იცის, მაგრამ ლუკა სირაძის ტრაგედია პოზიციამაც და ოპოზიციამაც ერთნაირად აღიქვა.

თბილისში ათობით აქცია გაიმართა, ილიაუნისა და თსუ-ს სტუდენტები შს სამინისტროსკენ გაემართნენ მთავარი გზავნილებით - „ძირს სისტემა“, „სისტემა ყარს“, „სისტემა უნდა დაინგრეს“. ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ ეს არ არის სიცოცხლით სავსე ქალაქი, პირიქით, ეს არის გლოვის ქალაქი. თუმცა მთავარ გამოწვევად რჩება, რატომ შეინარჩუნა „ოცნებამ“ ე.წ. ყინწვისის საქმის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი მაშინ, როცა სტრასბურგის სასამართლომ ყინწვისის საქმე დანაშაულად აღიარა?! რატომ მისცა „ქართულმა ოცნებამ“ ლუკა სირაძის ტრაგედიის გამოყენების საშუალება გირგვლიანისა და სხვა ახალგაზრდების მკვლელობის ავტორებს?

მომხდარის შესახებ For.ge საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილეს, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორს, პარლამენტის განათლების კომიტეტის ყოფილ მრჩეველს ზურაბ ვახანიას ესაუბრა.

მოზარდის თვითმკვლელობის გამო ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება - სისტემის, პოლიციის, თუ განათლების სამინისტროსი? კითხვები დაისვამწვანე სკოლისდირექციის მიმართაც, რატომ დარეკა დირექტორმა პატრულში?!

- კონკრეტიკაზე საუბარი რთულია, სანამ არ გვეცოდინება, რეალურად რა მოხდა. ძალზე წინააღმდეგობრივი ცნობები ვრცელდება ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით. გასარკვევია, დაკითხვას ესწრებოდა თუ არა მოზარდის დედა, ან კიდევ, თუ ბავშვი ცალკე გაიყვანეს დასაკითხად, დედის გარეშე დატოვეს და ერთი-ერთზე დარჩა გამომძიებელთან, საინტერესოა, რამდენ ხანს გაგრძელდა „ეს ცოტა ხანი“ და რა მოხდა ისეთი, რამაც ბავშვი თვითმკვლელობამდე მიიყვანა?! არ არის გამორიცხული, 15 წლის მოზარდი სხვა რამის გამოც იყო ცხოვრებაზე გამწარებული და პოლიციაში მისი დაკითხვა აღმოჩნდა ბოლო წვეთი. საინტერესოა, იმ ოთხ წუთში რა უნდა ეთქვათ მისთვის ისეთი სამართალდამცავებს? მხეცი ხომ არ იყო ის პოლიციელი? ვთქვათ, დაემუქრნენ ძმისთვის პრობლემების შექმნით, ზოგიერთი მოზარდი ამაზე გაიცინებდა, ზოგს არ ესიამოვნებოდა, მაგრამ ამის გამო თავს არ მოიკლავდა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, რაღაცაშია საქმე... ყოველ შემთხვევაში, ასეთია ჩემი ვარაუდი.

ამ ფაქტმა სისტემური ხასიათი მიიღო. ლუკა სირაძის ყოფილმა თანაკლასელმა, „მწვანე სკოლისმოსწავლე გოგონამაც გადაიჭრა ვენები ლუკას დაკითხვის პარალელურად. რას ნიშნავს მოზარდების განწყობა სუიციდისადმი?

- რაც შეეხება სკოლის დირექტორს, მომხდარის გამო მისი პასუხისმგებლობა არ იკვეთება. ცხადია, დირექტორს შეეძლო პატრულის გამოძახება, მაგრამ პატრულის გამოძახება არ ნიშნავს, რომ ბავშვი, გინდა თუ არა, უნდა დაესაჯათ. აქ მთავარია, პატრულმა დაარღვია თუ არა წესი და ბავშვი დაკითხა თუ არა უფროსის გარეშე. ასეთ შემთხვევებში მოზარდს მშობელი, ან მასწავლებელი უნდა ახლდეს.

მაგრამ აქ საუბარია მარიანა ჩოლოიანზე, .. ყინწვისის საქმის გამომძიებელზე, რომლის ხელწერაც კარგად იყო ცნობილი. ასეთი კადრის გამოყენება არასრულწლოვანთან დასაშვებია?

- კი ბატონო, თუ ასეთი კადრი იყო, ის არ უნდა შენარჩუნებულიყო სისტემაში. სხვათა შორის, მე როდესაც ტელევიაზიაში ვნახე სკოლის კედელზე გაკეთებული წარწერები, თვალში საცემი იყო წითელი საღებავით დაწერილი სიტყვები: „ამ ცხოვრების დედაც“. ზუსტად ასეთი ტექსტით, ასეთივე წითელი საღებავით გაკეთებული წარწერა ვნახე გუშინწინ გმირთა მოედანზე. გმირთა მოედნიდან ქვევით რომ ჩადიხართ სანაპიროზე, იქ კედელია და ზუსტად ეს სამი სიტყვა წერია. არ ვიცი, ეს წარწერები სხვებმაც შეამჩნიეს თუ არა, მაგრამ რა იმალება ამ სიტყვების უკან, მე არ ვიცი. ეს რაღაც სექტასავით ხომ არ არის, ბავშვებს რომ აიძულებენ ჩაერთონ ამგვარ თამაშებში?

ლურჯ ვეშაპს გულისხმობთ?

- დიახ, ორივე შემთხვევაში წითელი საღებავია გამოყენებული. მე არ ვიცი, გმირთა მოედანზე ანალოგიური წარწერა როდიდან გაჩნდა, მაგრამ მივაქციე ამას ყურადღება და მაშინვე გამახსენდა „მწვანე სკოლის“ კედელზე არსებული წარწერა.

როგორც ამბობენ, ლუკა სირაძეს მამა დაეღუპა, დედა ვეღარ იხდიდამწვანე სკოლაშისწავლების გადასახადს და მოზარდს ამიტომაც მოუწია თავისი სკოლის დატოვება. მის ასაკში საკუთარ სკოლასთან და თანატოლებთან განშორება, ალბათ, რთულია.

- რა თქმა უნდა, იმ ბავშვს ჰქონდა სხვადასხვა მიზეზი. თვითმკვლელობა იმდენად უკიდურესი საქციელია, რომ ერთი და ორი მიზეზით ასეთი ტრაგედია არ ხდება, ამას სჭირდება 5-6 სერიოზული მიზეზი, პლუს ამას, შინაგანი თავისებურება, ხასიათი, მიდრეკილება ავტოაგრესიისკენ და ფსიქიკური გაუწონასწორებლობა. როდესაც ეს ყველაფერი გროვდება, ერთი უარყოფითი წვეთის დამატებაც შეიძლება გახდეს საკმარისი.

განათლების სამინისტროს რა ბერკეტი აქვს საიმისოდ, რომ ბავშვები, რომლებიც განსაკუთრებულ მეთვალყურეობას საჭიროებენ, არ დარჩნენ ფსიქოლოგის გარეშე?

- დაახლოებით ეს იგივეა, რაც ხორავას ქუჩაზე მოხდა. მაშინაც ვამბობდი, რომ განათლების სამინისტროს უდიდესი პასუხისმგებლობა ჰქონდა, რადგან სკოლაში ფსიქოლოგის ყოფნა აუცილებელი იყო, მაგრამ რამდენი ფსიქოლოგი უნდა ჰყავდეს სკოლას? დავუშვათ, ჰყავს სამი ფსიქოლოგი, ჯერ ერთი, სამი ფსიქოლოგის ყოლის საშუალება სკოლას არ აქვს, თანაც, ჩვენს სკოლებში 800 მოსწავლეა. ამ სამმა ფსიქოლოგმა რა უნდა უყოს 800 მოსწავლეს? მით უმეტეს, სამი კი არა, ჩვენს სკოლებში მხოლოდ ერთი ფსიქოლოგია. ასეთ სიტუაციებში გამოსავალი კარგა ხანია, ცნობილია. კერძოდ, აუცილებელია, სკოლას ჰყავდეს კლასის დამრიგებელი. სწავლების პროცესი მასწავლებლის საქმეა, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი - ბავშვის აღზრდა, წესრიგი, 90%-ით დამრიგებლის ფუნქციაა. ბავშვს განუწყვეტლივ სჭირდება მეთვალყურე, ოღონდ არა ჯოხიანი ვიღაც, არამედ გულშემატკივარი მეთვალყურე, რომელიც მოზარდს მხარდამჭერად ეგულება.

ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე აცხადებს, რომ, რაც მოხდა, იმაში ლომის წილი სასულიერო პირებზეცაა. თქვენც ფიქრობთ, რომ საზოგადოებაა ამ ტრაგედიაში დამნაშავე?

- არა, საზოგადოება არაა ამაში დამნაშავე. უბრალოდ, საზოგადოების წილი პასუხისმგებლობა ისაა, რომ, ზოგადად, აგრესიულობაა და მთელ მსოფლიოში იმატებს აგრესია. ამის მთავარი მიზეზი ეკრანომანიაა, ეს გლობალური პრობლემაა, მაგრამ დამრიგებელი რომ რეალურად არ არის ჩვენს სკოლებში, ეს პირდაპირ განათლების სამინისტროს ბრალია. მასწავლებელს არანორმალური დატვირთვა აქვს, მას არაფრისთვის არ სცალია, სწავლების ხარისხიც დაცემულია, ხოლო სკოლებში აღზრდა მთლიანად მომსპარია. სკოლაში აღზრდა არ ხდება, ვინ აღზარდოს? მასწავლებელმა, რომელიც ძლივს ასწრებს 10-წუთიანი დასვენების დროს მესამე სართულიდან გაიქცეს პირველ სართულზე, მოასწროს ჟურნალის მიტანა? დამრიგებელი არ უნდა იყოს დატვირთული, ის ძირითადად თავის კლასთან უნდა იყოს, მშობლებთან ჰქონდეს ურთიერთობა, იცოდეს ოჯახში რა მდგომარეობა აქვს ბავშვს, დამრიგებელმა უნდა იცოდეს ბავშვის ხასიათის თავისებურებანი, რისკენ არის ეს ბავშვი მიდრეკილი. ამის გარეშე არაფერი არ მოგვარდება სკოლაში, რაც არ უნდა გააკეთონ, ტყუილი ლაპარაკია. დამრიგებელს სჭირდება საგანგებო დაფინანსება, ჩვეულებრივი მასწავლებელი ვერ შეძლებს ამას, მაშინ საათები უნდა შევუმციროთ, საათებს თუ შევუმცირებთ, უკვე ხელფასი დააკლდება. ამიტომ უაზროდ კი არ უნდა მოუმატონ მასწავლებლებს ხელფასები, არამედ ხელფასის მატება მიზნობრივი უნდა იყოს. თუ აღმოჩნდა, რომ სკოლის მასწავლებლები ვერ ახერხებენ დამრიგებლის ფუნქციის შეთავსებას, მაშინ ცალკე მიიწვიონ დამრიგებელი. 25 ბავშვზე ერთი დამრიგებელი უნდა იყოს.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ისეთ უწყინარ შემთხვებში, როცა ვიღაც კედელზე ხატავს, არ უნდა დაუძახონ პატრულს და თვითონ გაარკვიონ საქმე?

- ზოგადად, ყველა კერძო სკოლა დამნაშავეა იმაში, რომ მათ არ ჰყავთ დამრიგებელი. კერძო სკოლა სამინისტროზე არ არის დამოკიდებული, უბრალოდ, კერძო სკოლა ვერ იმეტებს ფულს დამრიგებლისთვის. უშუალოდ „მწვანე სკოლას“ რაც შეეხება, მისმა დირექტორმა, როგორც ვიცი, განაცხადა, რომ ლუკა სირაძე არ იყო მისი მოსწავლე. თუკი არ იყო მისი მოსწავლე, მაშინ ვერაფერს იღონებდა დირექტორი. თუნდაც ყოფილი მოსწავლის გაკონტროლება სკოლას არ ევალება.

 

 

trampi აუუუ................. ...................რა ზუსტად ამბობს ჩამს სათქმელს..................ყოჩაღ....... მადლობა
სათაურშივეა ყველაფერი ნათქვამი
ბრმა რასა სჩიოდა და ორსავ თვალებსაო ----------------------მთავარი ზუსტად აი ის ,,რაღაცეებია,, მოსაძებნი და არა ის .....................კედლები დაფხაჭნაო
ზუსტად იმ ე.წ. რაღაცეების გაშიფვრააა აუცილებელი------ რატომ, რისთვის, საიდან??
ივლით ივლით და ბოლოს მაინც ირგვლივ არსებულ გარემოსთან, ირგვლივ არსებულ დღევანდელი ცხოვრების წესთან მიხვალთ, რომელსაც სამწუხაროდ სხვები გვიდგენენ და სხვები გვიწესებენ, თანაც იძულებით
დღევანდელი გარემო .....ეს არააა ქართული გარემო, ეს არაა ქართული ცხოვრების წესი!!!
,,კაცი მგელი უნა იყო მგელი და მგელზე უფრო მგელიო,,.... ეს არააა ქართლი ცხოვრების წესი !!!
ამაზე უარესი უამრავი გაჭირვებები გამოუვლია საქართვლოს, მაგრამ ესეთი რამეები არასდროს არ ხდებოდა. მარიკა ლორთქიფანიძე დღევანდელ
დღეზე ამბობდა ----- საქართველოს მრავალსაკუნოვან ისტორიაში ამაზე გაჭირვებული პერიოდი არა გვქონიაო----..ფიზიკურად კი არა მორალურ-ზნეობრივადო. ბევრჯერ ჩვენი ერის ფიზიკური გადარჩენაც კი პრობლემა იყო ხოლმე, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ვახერხებდით ფეხზე წამოდგომასო......იმიტომ რომ მიუხედავად ჩვენი ფიზიკური განადგურებისა, მორალურ -ზნეობრივი თვალსაზრისით(მენტალიტეტი) ერი ძირითად მაინც გადარჩებოდა ხოლმეო... აი სწორედ ეს ქართული ცხოვრების წესი, ქართული ფასეულობები გვეხმარებოდა ისევ ფეხზე წამოდგომაში ყოველთვისო. ეხლა კი ზუსტად აი იმ საყრდენს გვაცლიან რამაც საქართველო დღემდე მოიყვანაო ..... ერის ცნობიერება--მენტალიტეტი ირყვნება ნადგურდებაო
მაგალითისთვის მონგოლების ბატონობის პერიოდი მოჰყავდა ხოლმე....
ვის ვის და ამ ქალბატონს ეს ჭეშმარიტება ნამდვილად დაეჯერება...და თანაც პლიუს ამას ყველა ჩვენთაგანი საკუთარი თვალითაც კარგად ვხედავთ.
მხედრიონის, მხედრიონის დროც ყველას გვახსოვს................უშუქობა, უდენობა, სიცივე, შიმშილი. პადიეზდებში მაკარონზე და კარტოფილებზე მაშინდელი კოლექტიური ქეიფებიც კარგად გვახსოვს . ისიც კარგად გვახსოვს რომ მიუხედავად მაშინდელი გაჭირვებისა, ხალხი მაშინ ასჯერ უფრო თბილი და მოწყალე იყო ერთმანეთის მიმართ, ვიდრე დღეს. უბრალოდ მაშინ მიუხედავად განვლილი 70 წლიანი კომუნისტური ეპოქისა, ხალხი სულიერად და მორალურად ისე არ იყო გარყვნილ--მოწამლული როგორც ამ 20--30 წლის დამოუკიდებლობის პერიოდში..... ,,გადაგვაკეთეს,,
ეს დღევანდელი ჩვენი ცნობიერების ცვლილება სწორედ გარემოს ზემოქმედების შედეგია...იმ გარემოსი რომელსაც სხვა გვიყალიბებს და გვაცხოვრებენ კიდეც მასში ყველას, მათ შორის იმ საწყალ ბიჭსაც....
შლიან... შლიან..... ანაწევრებენ..... აცალკავებენ ...ათითოკაცოებენ საზოგადოებას...... ყველას თავი გასჭირვებია ......ადამიანს პრესავენ, შოკავენ, ფსიქოლოგიურად ტეხენ, ყოველდღიური პრობლემებიდან თავის გადარჩენაზეღაა ადამიანი აქცენტირებული----- რა ატამი, რის ტყემალი ....... ადამიანს სხვა აღარ აინტერესებს.... იქაც ბანტიო
ნათესაობა მეგობრობა, დედამიშვილობა, ნათლია..ქალი, კაცი, ეს ფასეულობები რომელიც ხალხს(ერს) კრავს, უკვე ნელნელა წყალდება. ზრდილობა, ხათრი, სინდის- ნამუსი, პატიოსნება, უკვე წარსულის გადმონაშთია და დასაცინი....
მოკლედ პავლოვის ექსპერიმენტებს წარმატებით ანხორციელებენ ჩვენზე და თან სულ უფრო და უფრო ვეხვევით შარში
ეეეეეხ ......ძალიან დიდი თემააა ეს ძალიან დიდი, თავისი გაგრძელებებით....
ჩვენმა ერთმა ძველმა კარგმა იუზერმა ,,ვასო,, ცოტნესა და მონგოლებზე თქვა.........ცოტნეს ქველობა მონგოლებმაც კი დაააფასეს, ვაჟკაცობა, თავგანწირვა, ერთგულება, ერთნაირად გვესმოდა, ეს ფასეულობები იმათთვისაც ძვირფასი იყოვო და ამაათოოოოო.??... ეს ვინ არიან, რა ჯიშისანი არიან, ამათ რა ველაპარაკოვო.
100 % .მართალია
4 წლის უკან
trampi II მსოფლიო ომის შემდგომი სამოქმედო გეგმა, შემუშავებული ამერიკის მთავარი სადაზვერვო სამსახურის მეთაურის, ალენ დალ/ეს/ის მიერ.

(ნაწყვეტი)

* * *
"დავთესავთ ქაოსს და შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებულს ვყოფთ, ირწმუნონ ისინი. ამისათვის მოვძებნით თანამოაზრეებს, მოკავშირეებსა და დამხმარეთ. ერთმანეთის მიყოლებით გათამაშდება უდიდესი უბედურება დედამიწის ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის თვითშეგნების საბოლოო და შეუქცევადი გაქრობისა.
"ლიტერატურიდან", ხელოვნებიდან ჩვენ ამოვშანთავთ მათ ყოფით რაობას, განვაცალკევებთ მხატვრებს, გავუქრობთ სახვითი ხელოვნებით დაკავების სურვილს და იმ არსის ძიებისასაც, რასაც ხალხთა მასების სულის სიღ/რმეში აქვს ადგილი. მწერლობა, თეატ/რი, კინო, გამოცემები - ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და ქებას შეასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს - ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას.
სახელმწიფოს მმართველობაში შევქმნით ქაოსსა და გაუგებრობას; შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად შევუწ/ყობთ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას, უზნეობას. თავხედობა და საქმეთა გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოების სიმაღ/ლეზე.
პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთიმეორის ცხოველური შიში და ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა და ერთა შორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტ/რობა - ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ, ეს ყველაფერი აყვავდება.
მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ მათ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირლებად.... ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გარყვნისათვის ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისაგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისაგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს".
4 წლის უკან