ცორნი:

ცორნი: "ანანიძემ ტრანსფერზე თავად მოგვმართა და იანვარში იჯარა შესაძლებელია"

მოსკოვის „სპარტაკის“ გენერალურმა დირექტორმა ტომას ცორნმა ჯანო ანანიძის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა. მისი განცხადებით, იანვარში ქართველის გუნდიდან იჯარით წასვლა მოსალოდნელია.

„შვებულებაში წასვლამდე ჯანომ თავად წამოიწყო საუბარი ხელმძღვანელობასთან გუნდში მისი როლის შესახებ. ნათელია, რომ მას სურს ითამაშოს, ისევე როგორც ყველა ფეხბურთელს და არ არის კმაყოფილი იმ სათამაშო დროით, რომელიც აქვს, სურს მეტი დრო მიიღოს. საქართველოს ნაკრებს ევრო 2020-ზე მოხვედრის პერსპექტივა აქვს და ჯანოს არ სურს დაკარგოს ადგილი გუნდში ქართველებისთის ისტორიულ ტურნირზე.

თავად ჯანომ გვკითხა შეუძლია თუ არა იანვარში გუნდის დატოვება. ახლა ჩვენ მხოლოდ იჯარაზე შეგვიძლია ვისაუბროთ ან გაყიდვაზე, რადგან კონტრაქტის გაწყვეტა გუნდს აზარალებს, არ გვინდა თანხის დაკარგვა. სავარაუდოდ იჯარა იქნება“, - განაცხადა ცორნმა.

მიმდინარე სეზონში სეზონში ანანიძემ ყველა ტურნირის ჩათვლით 10 თამაში ჩაატარა და 1 საგოლე პასი მიითვალა. „სახალხო გუნდთან“ კონტრაქტი კი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.