მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ბრაზილიური „ფლამენგო“ გახდა

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ბრაზილიური „ფლამენგო“ გახდა

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ბრაზილიის „ფლამენგოა“. ნახევარფინალში ჟორჟე ჟესუსის მომზადებულმა გუნდმა „ალ ჰილალი“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში თავი არასკაიეტამ და ბრუნო ენრიკემ გამოიჩინეს, მესამე ბურთი კი ავტოგოლის შედეგად გავიდა. „ფლამენგოს“ მეტოქე ფინალში მექსიკის „მონტერეისა“ და ინგლისის „ლივერპულს“ შორის გამარჯვებული იქნება. შეხვედრა დღეს თბილისის დროით 21:30 წუთზე დაიწყება.