Daily Mail-ის პოპულარული გამოცემა კიდევ ერთ სკანდალურ ექსკლუზივს გვთავაზობს, რომელიც ამჯერად ანჯელინა ჯოლის ეხება. სტატია, რომელმაც ყველა ააალაპარაკა 44 წლის მსახიობისა და მისი ყოფილი თანამშრომლის - ანტუანეტ აბამონტეს ურთიერთობას ეხება, ვინაიდან ეს უკანასკნელი ცნობილ ვარსკვლავს საკუთარი იდეის მოპარვაში ადანაშაულებს.
ირკვევა, რომ ანტუანეტა, რომელიც თავადაც სმენადაქვეითებული გახლავთ, ანჯელინას ამერიკულ ჯესტების ენას (ASL) 2016-2018 წლებში ასწავლიდა, თუმცა 53 წლის ქალბატონი ასევე პროდიუსერი და მსახიობიც გახლავთ.
ანტუანეტა აღნიშნავს, რომ ანჯელინამ მისი იდეა სმენადაქვეითებული სუპერგმირის შესახებ მოიპარა და ფილმში - The Etemals სწორედ მისით შთაგონებულ სიუჟეტს ვიხილავთ. ამ სკანდალური განცხადების მიზეზი კი, მისი თქმით არა რაიმე სახის ჰონორარის აღებაა, არამედ საკუთარი მდგომარეობის გამო დამცირების თავიდან არიდება.
"ეს ჩემი პირადი სარგებლისთვის არ ხდება, უბრალოდ მძულს, თუ როგორ ექცევიან სმენადაქვეითებულ ადამიანებს მსოფლიოს გარშემო," - აღნიშნა მან.
როგორც ირკვევა, საკითხთან დაკავშირებით ის თავად ანჯელინასაც დაუკავშირდა და პასუხიც მიიღო. "მე პირდაპირ ვკითხე ანჯელინას, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი. მან კი, მიპასუხა - სამყარო უცნაურად არის მოწყობილი," -თქვა ანტუანეტამ ექსკლუზიურ ინტერვიუში.