ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სიმშვიდე კიდვე ერთმა ინციდენტმა დაარღვია. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ყოველთვის განსკაუთრებული სიფრთხილით ეკიდება ზომებს, რომლებიც მათ უვნებლობას უზრუნველყოფს, არის შემთხვევები, როცა მათი ძალისხმევა უშედეგო რჩება.
ამჯერად Express-ის ცნობილი გამოცემა წერს, რომ მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეუქმნა ერთ-ერთმა ინციდენტმა.
როგორც ირკვევა, 46 მილიონ ფუნტად შეფასებული, 14-ადგილიანი კერძო თვითმფრინავი, რომლითაც შემთხვევის დროს წყვილი ლუთანის აეროპორთის თავზე გადაადგილდებოდა, სასწაულებრივად გადაურჩა არალეგალურ დრონთან შეჯახებას, რომელიც მას სულ რაღაც 10 ფუტით აცდა.
მიუხედავად იმისა, რომ დრონის მიერ შექმნილ საფრთხეს ბევრი სკეპტიკურად უყურებს, აღმოჩნდა, რომ მას ნამდვილად ჰქონდა საფრთხის შემცველი მნიშვნელობა. "ზარალი შესაძლოა ნამდვილად სერიოზული ყოფილიყო, თუ დრონი მინას შეასკდებოდა, მას შეეძლო სულ მცირე ერთ-ერთი მგზავრის მოკვლა ან დასახიჩრება, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა შედეგებზე," - აღნიშნა ყოფილმა პილოტმა ტერი ტოზერმა.