გამოცემა „Glamour”-ის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში სახელგანთქმულ მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმში ახალი ექსპონატი გამოჩნდება.
ეს პატივი ბარბადოსული ფესვების მქონე ამერიკელ მომღერალ რიანას ერგო.
ქანდაკება უკვე დამზადებულია და ლონდონში გამოფენამდე მისი ხილვა ამერიკელებს შეუძლიათ.
ქანდაკება თავდაპირველად ლას ვეგასში გამოიფინა, შემდეგ კი ფიგურა ჰოლივუდში მდებარე ერთ - ერთ მუზეუმში გადაიტანეს.
მომავალ კვირას მომღერლის ცვილის ფიგურა საბოლოო ბინას ლონდონში დაიდებს.