ამერიკელმა ქალმა მშობიარობამდე 9 დღით ადრე გაიგო, რომ ორსულად იყო. ამის შესახებ FOX13 Memphis-ი იუწყება.
23 ნოემბერს ლორენ ჩალკმა აღმოაჩინა, რომ ორსულობის მე-9 თვეშია, 2 დეკემბერს კი შვილი შეეძინა, რომელსაც უაიეთი დაარქვა. ქალის თქმით, მას მუცელი ორჯერ მოეშალა და დაორსულების იმედი აღარ ჰქონდა.
როგორც ლორანი ამბობს, მოზარდობისას მას ექიმებმა საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს. დაავადების გამო, რომელიც მენსტრუალური ციკლის დარღვევას იწვევს, მას დაორსულების დაბალი შანსები ჰქონდა.
5 აპრილს ცნობილი გახდა, რომ შოტლანდიელმა ქალმა ორსულობის შესახებ მშობიარობამდე 45 წუთით ადრე შეიტყო.