უკან 60-იანების ევროპისკენ?!
ახალგაზრდულმა მოძრაობამ „სირცხვილია“ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა პარლამენტში იმ ნივთიერების დასხმაზე, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიადგა. ხელისუფლებისათვის მაქსიმალური ზიანის მიყენების მათი ეს უკვე პათოლოგიაში გადასული შემართება სრულიად შესაძლებელია სამომავლოდ უფრო რადიკალურ ზომებში გადაიზარდოს. ამის ალბათობა კი გაიზრდება, თუკი იგრძნეს, რომ მარგინალიზაციისათვის არიან განწირულნი.
რას მოასწავებს ახალგაზრდული ენერგიითა და ქართული მაქსიმალიზმით უხვად გაჯერებული ეს მიტინგები და საპროტესტო პერფორმანსები (https://for.ge/view/170691/performansomania---ra-surT-performanselebs.html)? ხომ არ მეორდება ის, რაც ევროპამ გამოიარა 1968 წლის ახალგაზრდული რევოლუციური აღტყინების დროს, როდესაც ახალგაზრდობა, მათი აზრით, მორალური ჩიხისკენ მიმავალ წყობილებას უცხადებდა პროტესტს? ამასაც, ალბათ, დრო გვაჩვენებს. დრო გვაჩვენებს მოგვევლინებიან თუ არა ადგილობრივი წარმოშობის რადიკალური ახალგაზრდული მოძრაობები - ევროპაში ხმაურიანი ტერაქტებით ცნობილი „წითელი ბრიგადების,“ „წითელი არმიის ფრაქციის“ და სხვა რადიკალური ახალგაზრდული ჯგუფების ქართულ ანალოგებად.
ფაქტია, რომ ახალგაზრდების ამ ჯგუფის აქტივობამ უკვე კარგა ხანია დაკარგა ანტი-საოკუპაციო პათოსი. ის არც ტრადიციული „ანტიისტებლიშმენტური“ კამპანიის ფარგლებში ჯდება. ეს ახალგაზრდები უკვე მოქცეული არიან ცნობილი პოლიტიკური ძალების მარწუხებში, საიდანაც თავის დაღწევა ძალიან გაუჭირდებათ. ვინაიდან ამ ახალგაზრდულ მოძრაობებს არ განუცხადებიათ არც პოლიტიკური, არც იდეური და არც სოციალური პლატფორმა (პროპორცული არჩევნების ჯიუტად მოთხოვნა ასეთად ვერ ჩაითვლება), რთულია იმის თქმა, თუ მათი სახით რა ტიპის სოციალურ ტრენდთან გვაქვს საქმე და უკავშირდება თუ არა ეს თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში ბოლო ათწლეულების მანძილზე განცდილ კულტურულ, მენტალურ თუ სხვა კატაკლიზმებს.
ისტორია მეორდება
რთულია იმის ახსნა, თუ რატომ მეორდება საქართველოში ასე ხშირად ისტორია ხან ფარსის და ხან ტრაგიკომედიის სახით. მაგალითად, 2019 წელი ჩვენ ისევე გვემახსოვრება როგორც 2009, როდესაც ქვეყანა სხვა მოვლენებთან ერთად, ხანგრძლივმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. 2009 წლის მიტინგმა რუსთაველზე თავის იმიტირებული საკნებით, რამდენიმე თვე გასტანა. თითქმის 4 თვე გასტანა 2019 წლის 20 ივნისის ცნობილი მოვლენების შედეგად პარლამენტის წინ დაწყებულმა აქციამ.
2009 წელსაც ისევე როგორც 2019 წელს, ოპოზიციის ერთ ერთი მთავარი პრეტენზია უსამართლო საარჩევნო სისტემა გახლდათ. 2009 წლის 30 დეკემბერს ლეიბორისტების ინიციატივით (ესეც საკრალური დამთხვევაა), ოპოზიციურმა სპექტრმა ერთიანი მიმართვა გაუგზავნა გაეროს გენერალურ მდივანს, რომელშიც საქართველოში არჩევნების გაეროს ეგიდით ჩატარებას ითხოვდნენ.
ისევე, როგორც 2009 წელს 2019 წელსაც, ხელისუფლებამ მართალია სხვადასხვა მეთოდებით, მაგრამ მაინც მოახერხა საპროტესტო მუხტის ჩაცხრობა. რომ არა პროპორციულ არჩევნებზე გადასვლაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა პარლამენტში, პროცესი, დიდი ალბათობით, ისევე განვითარდებოდა, როგორც 2009 წელს, როდესაც ოპოზიციამ მიტინგები შეწყვიტა და უფრო მეტიც, უსამართლო საარჩევნო სისტემის პირობებში, 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში, მონაწილეობას დათანხმდა.
საქართველოში, და არა მხოლოდ, პროტესტის მიმართ მედიის ინტერესი ტრადიციულად მყარია და მზარდი, მით უმეტეს, თუკი პროტესტი ზრდის პოტენციალს აჩვენებს, ან თავად კონკრეტული მედიასაშუალება არის დაინტერესებული ამ პოტენციალის ზრდას ხელი შეუწყოს. კაცმა რომ თქვას, ჩვენთან სწორედ ამას აკეთებენ და სრულიად შეუნიღბავად, ცნობილი ტელეარხები. ამ დღეებში მიმდინარე საკმაოდ მცირერიცხოვანი საპროტესტო აქციებისათვის, სწორედ ოპოზიციური მედიაა ე.წ. „ჟანგბადის ბალიში.“
მიუხედავად იმ კატაკლიზმებისა, რაც საქართველოს საპროტესტო აქციებმა მოუტანა, 1990 წლიდან დღემდე, მათი ექსპერტულ დონეზე შესწავლა არ მომხდარა.
რუსეთის სოციალური კვლევების ექსპერტულმა ინსტიტუტმა კი ეს გააკეთა და საზოგადოების საპროტესტო აქტივობის ინდექსი შეიმუშავა. ის 7 კრიტერიუმს ეყრდნობა:
საპროტესტო მიტინგების ხანგრძლივობა;
საპროტესტო აქციის მონაწილთა მოთხოვნების დონე და სერიოზულობა;
საპროტესტო აქციების გეოგრაფია;
საპროტესტო აქციების მასშტაბი-მონაწილეთა რაოდენობა
საპროტესტო აქციების აგრესიულობის და ძალადობრიობის დონე, დაზარალებულებისა და მსხვერპლის, ასევე ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის დაზიანების მასშტაბის ჩათვლით;
ხელისუფლების ქმედებები აქციის ნეიტრალიზაციისათვის - დაკავებულთა ან დაპატიმრებულთა რაოდენობა, სასჯელის სიმკაცრე, საგანგებო ზომების მიღება, მომიტინგეების წინააღმდეგ სპეცტექნიკის და იარაღის გამოყენება
საპროტესტო აქციების ზეგავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე და ზოგადად სახელმწიფოზე, მათ შორის ეკონომიკური ზარალი დათვლილი დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, მთავრობის გადადგომა, რიგგარეშე არჩევნები და სახელმწიფო გადატრიალება.
თუ კრიტერიუმების ამ მატრიცას საქართველოში ბოლო დროს მომხდარ საპროტესტო აქციებს დავადებთ, ვნახავთ, რომ მხოლოდ აქციების მონაწილეთა რაოდენობისა და გეოგრაფიის კუთხით არის დაბალი მაჩვენებლები. სხვა მხრივ, ინდექსი მაღალია, თუნდაც ქვეყნისთვის მიყენებული ეკონომიკური ზარალის, საზოგადოების გაღრმავებული პოლარიზაციისა და პოლიტიკურ დაძაბულობის გათვალისწინებით.
საპროტესტო აქციები, როგორც გამოხატვის ფორმა, თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, პროტესტის ერთ-ერთი მკვებავი წყარო კი საზოგადოების განცდა, რომ ქვეყანაში არსებულ სისტემა აღარ გვევლინება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გარანტად. ეს განცდა, ბუნებრივია, ცარიელ ნიადაგზე არ ჩნდება, ის გროვდება და თანდათანობით პოლიტიკური პრეტენზიის ფორმას იღებს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეს პრეტენზია ამომრჩევლის პასიური პროტესტით გამოიხატა. 2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე კი საქართველოსათვის ტრადიციული პროტესტის ლოგიკა თითქოს გაქრა და გამოვლინდა აქამდე არარასებული ფენომენი - მონაწილეთა ძალიან სწრაფი მზადყოფნა ძალადობისათვის. ეს კი ერთგვარი მოულოდნელობა იყო ხელისუფლებისათვის, რომელიც შეეჯახა მისთვის სრულიად ახალ მიტინგურ „ურჩხულს“, რომლის ქცევის წესზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. დიდწილად, სწორედ ამის შედეგი გახლდათ შემდგომი მოვლენებიც, რომლებმაც დღევანდელ მდგომარეობამდე მოგვიყვანა.
17 დეკემბერი, 2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკელი კონგრესმენების მწვავე წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ რაც უფრო მეტ შედეგებს აღწევს „ქართული ოცნების“ მთავრობა, სტრატეგიული პარტნიორი მით მეტს ითხოვს მათგან. მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ კონგრესმენები საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელები არიან და მათი ყველა კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, სამუშაო რეჟიმში განიხილება
ახალს არ ვიტყვი, ესენი აქ ადრეც ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, მაგრამ ეხლა კიდევ ერთხელ გულს მაინც მოვიფხან...
თქვენ რამდენი კარგიც გინდა გააკეთოთ ამერიკელებს მაინც არ მოეწონებით!!!!!!!!!!!!!!!
იმიტომ რომ თქვენც ნაცებივით უნდა აწამოთ და ხოცოთ ხალხი-----..ზოგი ზღვაში უნდა ჩაახჩოთ,ზოგი ქუჩაში უნდა ხოცოთ, უფრო ბევრი ციხეებში, ზოგიც კიდე უნდა შემოგეუპატიუროთ .....თან ხალხს უკანასკნელი სარჩო--საბადებელიც უნდა წაართვათ, ამოსუნთქვის საშუალება არ უნდა მისცეთ ...... .აი მხოლოდ მერე მოეწონებით იმ ჩათლახ ამერიკელებს
გუანტანამო მაგათი მოგონილი და მაგათი წესია-------მაგათ მოსაწონად მიშა რომ იქცეოდა და იმიტომაც ,,ჩუხჩუხებდა,, მაშინ საქართველოში დემოკრატია.....არადა იმ წლებში სინამდვილეში აქ რა დემოკრატიაც ჩუხჩუხებდა, ჩვენ ყველამ საკუთარ თავზე გამოვცადეთ
მაგათი მსოფლიო ბატონობისთვის, მსოფლიოს ნებისმერ ადგილზე, ნებისმიერი ერი ბრბოდ უნდა იქცეს, უნდა გატყდეს ფსიქოლოგიურად, ყველა უნდა არქიფო სეთურის ხალხს დაემსგავსოს, რომ მათი გულაობისთვის ოდნავი წინააღმდეგობის გამწევი და ხელის შემშლელი, ოდნავ საღად მოაზროვნე ხალხიც კი არსად არ დარჩეს........ მთელი მსოფლიოს (ან მისი დიდი ნაწილის) ადვილად სამართავად, ანუ მის ერთმმართველობის ქვეშ მოსაქცევად, ნებისმიერი ერი (ერები) უნდა ერთ მთლიან, ერთგვაროვან უფერო მასად იქცეს. იქ ავი კარგის მცნება საერთოდ უნდა გაქრეს. მორალზე და ზნეობაზე კიდე ხომ ზედმეტია ფიქრიც კი...მხოლოდ გადარჩენაზე უნდა იფიქროს ადამიანმა
სწორედ იმიტომ მოგონეს ეს ე.წ. გლობალიზაცია(ანუ ვისი ვისსაშია). სწორედ ამ ვითომდა დემოტრაკიის დაცვის საბაბით არის სინამდვილეში ყველგან რომ თავიაანთ საქმეს აწვებიან--აკეთებენ. ამისთვის მაგათ ათასი ინსტრუმენტი და საშუალება ააქვთ, პლიუს ოხრად ფულებიც........მაგათ საქმეს როცა როგორ სჭირდება ისე იქცევიან....ხან ადამიანის უფლებების დაცვას იგონებენ, ხან განათლების რეფორმებს, ხან პროგრესისთვის ხელის შეწყობას და ხან კიდევ ათას სხვა სიაფანდობებს..................უბრალოდ ეგენი მხოლოდ თავიაანთ საქმეს აკეთებენ...
ჩვენს შემთხვევაში---- ჩვენ უნდა ვიყოთ რუსის ტრაკში გამოუღებელი ეკალი , თანაც რაც შეიძლება აქტიური........... ..მორჩა და გათავდა...სხვა ხეირი მაგათ ჩვენგან არაფერი აქვთ. ჩვენი დანიშნულება მაგათთვის მხოლოდ ესაა
სწორედ იმიტომაც მოსწონდათ მაგათ მიშა---ის ერთდროულად მაგათ ორ საქმეს აკეთებდა--- რუსსაც აგინებდა და ჩვენც აქტიურად გვარეფორმირებდა--ასე ვთქვათ ჭკვაზე (აზრზე) ,,მოვყავდით,,
აი სწორად ეგაა ჩვენთან მაგათი ნებისმიერი ქმედების არსი. ხოოდა ვინც მაგათ თავიაანთი მიზნების განხორციელებაში გამოადგებათ, ისინი არიან მაგათვის მისაღებებიც და დემოკრატიის მამამთავრებიც..... გინდ ბოკერია იყოს და გინდ კიდე ნაზიბროლა თერჯოლიდან... ოღონდ მაგათ თავიაანთი საქმე გააკეთონ და სუ კიტრზე ჰკიდიათ აქური დემოკრატიაც და ადამიანის უფლებებიც...
თორემ გუშინ რომ დემოკრატიის ჩუხჩუხი იყო(ხალხის ხოცვა) და დღეს აღარ არის, ეს დღეს თურმე დემოკრატიის დარღვევაა და პირიქით.....
გუშინ რომ ხალხს ხოცავდნენ და ის ხალხი დღეს პარლამენტს შტურმით იღებენ, ეს ადამიანების უფლებების დაცვა ყოფილა, ხოლო თუ დღეს ხელისუფლება თუნდაც ბოდიშის ფონზე, მიტინგს ნეჟნად დაშლის, ეს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ყოფილა......
აფსუსსს მიშა და ...............მისეული . მიტინგების დაშლა--დემოკრატის ვარსკვლავი გაიბრწყინებდა ..
.ჯერ მარტო იმ მიტინგებზე ხალხის მისვლა რა გმირობა იყო და ახლა იმ მიტინგების მიშასეული დაშლის დროს გადარჩენა (საკუთარ ბეჭებზე ბევრჯერ მაქვს გამოცდილი მიშას დემოკრატია)
აუუუუ........................... რომ მახსენდება რაღაც რაღაცეები ...ესენი ხომ ერთი დღე არ არიან გასაჩერებლები, მაგრამ მიშას დემოკრატია რომ მახსენდებაააააა...................... დღევანდელ დღეს დემოკრატია მართლა სუ ნაპორით ჩუხჩუხებს!!!!!!!!!!!!!!!!!!!...
ჩუხჩუხია აბა რააარი?/ პარლამენტში ტერორისტები დივერსიებს აწყობენ და...... იქაც ბანტიო .....დემოკრატიააა აბა რა არი?? (უფრო სწორად დემოკრატიული ბარდაგი)
კი მაგრამ მე რომ ნაცების ოფისთან რომ ჩემი დემოკრატიული უფლ;ებები გამოვხატო და ერთი კაი ზრივჩატკა შევაგდო არ შეიძლებააა??
...მოკლედ გახარიას ვეტყოდი.......რა ატამი, რის ატამი...... აი თუ იმათ მოსაწონად მოიქცევით, მხოლოდ მერე მოეწონებით ამერეიკელებს. მანამდე ბოდიში და----- არ მოსწონხართ...
ქუნემ კოლუმბი...... ქუნემ