ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ყველასთვის საყვარელი წყვილი 2016 წელს ერთმანეთს დაშორდა და თითქმის ორწლიანი დავის შემდეგ, შვილებზე მეურვეობის საკითხიც მოაგვარა. მიუხედავად ამისა, ბევრისთვის ჯერაც გაურკვეველია მათი ურთიერთობის დასრულების რეალური მიზეზი, მაგრამ ისინი რომ წარსულში არ დარჩნენ და ახალ ცხოვრებას არ გაურბიან, ამას ბრედ პიტის უკანასკნელი კომენტარიც მოწმობს.
55 წლის მსახიობი, რომელიც უკვე რამდენჯერმე დააფიქსირეს ალია შოკატის გარემოცვაში, იმ ქალბატონებზე ალაპარაკდა, რომლებსაც ჯოლისთან დაშორების შემდეგ ხვდებოდა.
"არ ვიცი რამდენ ქალთან რომანს მომაწერენ ბოლო ორი თუ სამი წლის განმავლობაში, მაგრამ არც ერთი მათგანია რეალური. ხშირად არის გამონათებები, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. მე ჩემი გზიდან ამ ყველაფრისთვის თავის ასარიდებლად არ გადავუხვევ, მაგრამ არც ურთიერთობების ძიებას ვაპირებ," - აღნიშნა მან New York Times Magazine-თან საუბარში.