ლონდონის „ვესტ ჰემ იუნაიტედს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურისიო პოჩეტინოს მიწვევს სურს. აღნიშნულ ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.
„ჩაქუჩები“ მანუელ პელეგრინის მუშაობით უკმაყოფილონი არიან და არგენტინელის შეცვლას მისი თანამემამულით აპირებენ. თუმცა, ლონდონელთა სურვილის ახდენა წყაროს ცნობით რთული იქნება, რადგან პოჩეტინო ზაფხულამდე წინადადებების განხილვას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ მაურისიო პოჩეტინო „ტოტენჰემიდან“ დაახლოებით ერთი თვის წინ დაითხოვეს. „ვესტ ჰემი“ კი მძიმე სეზონს ატარებს და პრემიერლიგაში მხოლოდ გადარჩენისთვის უწევს ბრძოლა.