იურგენ კლოპმა „ლივერპულთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა

იურგენ კლოპმა „ლივერპულთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა

გერმანელი მწვრთნელი ინგლისურ კლუბში 2024 წლამდე ზაფხულამდე დარჩება, ამის შესახებ ინფორმაცია გუნდის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. 

კლოპს ხელშეკრულება 2021 წლის სეზონის ბოლოს ეწურებოდა. გერმანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით მერსისაიდელებმა შარშანდელ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, ინგლისის ჩემპიონატში კი საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს, როდესაც 97 ქულა მოაგროვეს და ჩემპიონ „მანჩესტერ სიტის“ მხოლოდ ქულით ჩამორჩნენ.

ამჟამად „ლივერპული“ პრემიერლიგაში პირველ ადგილზეა და მეორე პოზიციაზე მყოფ „ლესტერს“ 8 ქულით უსწრებს.