„სამპდორიას“ პრეზიდენტს საფეხბურთო საქმიანობა ოთხი თვით აეკრძალა

„სამპდორიას“ პრეზიდენტს საფეხბურთო საქმიანობა ოთხი თვით აეკრძალა

იტალიის სერია A-ს კლუბ „სამპდორიას“ პრეზიდენტ მასიმო ფერეროს საფეხბურთო საქმიანობა ოთხი თვით აეკრძალა.

ამის მიზეზი ფინანსური მაქინაციებია, რომელიც ფერერომ კლუბის საწვრთნელი კომპლექსის მშენებლობის დროს განახორციელა.

ფერეროსთან ერთად საფეხბურთო საქმიანობა მის მეუღლე ვანესასაც აუკრძალეს, რომელიც კლუბის თანამფლობელია და ყველაფერი მასზეა გაფორმებული, „სამპდორიას“ კი ჯარიმის სახით 15 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.

ფერერომ გენუას კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტი 2014 წელს შეიძინა, ბოლო ერთი წელია კი გუნდის გასხვისებას უშედეგოდ ცდილობს.