გამოცემა USA Today-მ 2019 წლის ყველაზე სკანდალური ცნობილი ადამიანები დაასახელა. სიაში სულ 9 ვარსკვლავი მოხვდა.
მსახიობი და კომიკოსი კევინ ჰარტი სკანდალში ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გაეხვა. დეკემბერში ის ოსკარის დაჯილდოების 91-ე ცერემონიის წამყვანად დაასახელეს, თუმცა იმავე თვეს მან ამ ამპლუაზე უარი თქვა. ამის მიზეზი სოციალურ ქსელებში მის 10 წლის წინანდელ ჰომობობიურ პოსტებზე კრიტიკა გახდა.
სერიალ „სასოწარკვეთილი დიასახლისების“ ვარსკვლავი, მსახიობი ფელისიტი ჰოფმანი სკანდალში ქრთამის გამო გაეხვა, რომლის გადახდა მან შვილის კოლეჯში ჩაბარების სანაცვლოდ სცადა. 14-დღიანი პატიმრობის გარდა მსახიობს 30 000 დოლარის გადახდა და 250 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაეკისრა.
მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს ფერადკანიანმა გეი მსახიობმა ჯუსი სმოლეტიმ პოლიციაში განაცხადა, რომ ჩიკაგოში მას თავს უცნობები დაესხნენ, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ. სმოლეტის თქმით, მას ყელზე ბაწარი მოაბეს და მათეთრებელი საშუალება გადაასხეს. ამასთან, თავდამსხმელები თითქოს რასისტულ და ჰომოფობიურ სიტყვებს ამბობდნენ. თებერვალში კი ის თავდასხმის ინსცენირებისთვის დააკავეს.