ამერიკელი მსახიობი დენი აილეო გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი დენი აილეო გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და სცენარისტი დენი აილეო 86 წლისა გარდაიცვალა. The Hollywood Reporter-ის ცნობით, მსახიობის სიკვდილის მიზეზი ხანმოკლე ავადმყოფობა გახდა. მსახიობს ჰყავს ცოლი და 4 შვილი.

დენი აილეო ნიუ-იორკში 1933 წლის 20 ივნისს დაიბადა. მისი კინოკარიერა 35 წელს და 100-მდე როლს ითვლის. მისი მონაწილეობით ყველაზე ცნობილი ფილმია „ლეონი“, „ნათლიმამა 2“, „სლევინის ბედნიერი რიცხვი“, „ერთხელ ამერიკაში“.

სპაიკ ლის ფილმზე „გააკეთე როგორც საჭიროა“ დენი აილეო მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოსკარზე“ იყო წარდგენილი.