ამერიკული Vogue ამტკიცებს, რომ ტიმოთი შალამე ახლა მოდაში ყველაზე შთამაგონებელი მამაკაცია.
მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული გამოცემა საკუთარ განაცხადს გაყიდვებით, მედიით, სიახლეებით, ტრენდებით, დიზაინერებითა და ბრენდებით ადასტურებს.
2019 წლის მონაცემების მიხედვით, ათეულის ლიდერი მეგან მარკლია, მას ტიმოთი მოსდევს ხოლო შემდეგ სიას აგრძელებენ: ზენდაია, ბილი ეილიში, Csrdi B, კაილი ჯენერი, ჰარი სტაილსი...
რა ხდის ფრანგ ვარსკვლავს მნიშვნელოვანს? ექსპერიმენტალური სტილი - ის ყოველთვის მიმართავს ფანტაზიას.
ასევე, აღსანიშნავია ფაქტი, რომ შალამეს პირადი სტილისტი არ ჰყავს და წითელი ხალიჩის იმიჯზე თავად, დამოუკიდებლად ზრუნავს. ის მუდამ თამაშობს ტრადიციული მასკულინურობის და ფემინურობის ზღვარზე, ირჩევს სითამამეს. წარმოგიდგენთ მსახიობის საუკეთესო ლუქებს.