პოპულარული ამერიკული როკ–ჯგუფი – SYSTEM OF A DOWN, შესაძლებელია კვლავ შეიკრიბოს და ჯგუფის წევრებმა, მუსიკალური მოღვაწეობა კვლავ ერთად გააგრძელონ. როგორც იცით, ეს ჯგუფი ცოტა ხნის წინ დაიშალა. ამ დაშლის მიზეზი არც ჯგუფის წვერებს შორის მომხდარი ჩხუბი ყოფილა და არც სხვა რაიმე გაუგებრობა. უბრალოდ, მუსიკოსებმა განაცხადეს, რომ შემოქმედებით კრიზისს განიცდიდნენ და მათთვის უმჯობესი იყო, რომ გარკვეული დროის განმავლობაში, მუსიკალური მოღვაწეობა შეეწყვიტათ.
თუმცა, როგორც ვთქვით, SYSTEM OF A DOWN კვლავ ძველი შემადგენლობით შეიკრიბება. კერძოდ, ჯგუფი აპირებს რამდენიმე კონცერტი გამართოს ევროპის სხვადასხვა ქალაქში. მათ შორის, პირველი კონცერტი საფრანგეთში გაიმართება, ამის შემდეგ ისინი რამდენიმე სოლო კონცერტს გამართავენ და სხვადასხვა ფესტივალებში მიიღებენ მონაწილეობას.
ამ ეტაპზე, ჯერაც უცნობია, ჩაწერს თუ არა ჯგუფი თუნდაც ერთ ახალ სიმღერას და დაიწყებენ თუ არა მუშაობას ახალ ალბომზე, მაგრამ საკუთრივ ის ფაქტი, რომ ჯგუფის ხელახლა ეკრება კვლავ მოხერხდა, SYSTEM OF A DOWN–ის ქართველი მსმენელისათვის, ფრიად გასახარი ფაქტი უნდა იყოს.