გვარდიოლა:

გვარდიოლა: "ოლმო მაღალი დონის ფეხბურთელია"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ "დინამო ზაგრებთან" სტუმრად მოგებული (4:1) მატჩის შემდეგ ხორვატთა ერთ-ერთი ლიდერი დანი ოლმოს შესახებ განაცხადა, რომ ესპანელი მაღალი დონის ფეხბურთელია და დიდი მომავალი აქვს.

"ოლმო ტოპ კლასის ფეხბურთელია და მას ბრწყინვალე მომავალი ექნება, მან ეს ჩვენთნ შეხვედრაში დაადასტურა. ამ ყველაფერს შესაძლო ტრანსფერის გამო არ ვიძახი. დანი მართლაც დიდებული ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ ევროპის ძლიერ ლიგაში ითამაშებს." - ციტირებს Goal-ი გვარდიოლას სიტყვებს.

ოლმო "ბარსელონას" აკადემიას "ესპანიოლიდან" 2007 წელს შეუერთდა. 2014 წელს "ბლაუგრანამ" ფეხბურთელი ზაგრების "დინამოს" ახალგზარდულ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვა, ერთი წლის შემდეგ კი დანი პირველ გუნდში გადაიყვანეს.

ფეხბურთელმა "დინამოს" მაისურით 123 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 33 გოლი და 28 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში შემტევმა ნახევარმცველმა 21 დაპირისპირებაში თავი შვიდ-შვიდი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა, მათ შორის ერთი გოლი "საბურთალოს" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაუტანა. მიმდინარე სეზონში კარგი თამაში წყალობით დანი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს და მალტასთან სადებიუტო შეხვედრაში გოლი გაიტანა.