„ვესტ ჰემის“ ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ცნობილი სპეციალისტის, ჰარი რედნაპის მიწვევას ფიქრობს, მანუელ პელეგრინის მაგიერ - გვამცნობს Football Insider.
ამჟამად „ვესტ ჰემი“ პრემიერლიგის ცხრილში მე-16 ადგილზეა და მხოლოდ ერთი ქულა აშორებს გასავარდნ ზონას. სიტუაცია ისეთია, რომ პელეგრინი შეიძლება პირველივე წარუმატებელი მატჩის შემდეგ გაათავისუფლონ.
რედნაპის ბოლო სამუშაო ადგილი „ბირმინგემ სიტი“ გახლდათ. მანამდე 72 წლის სპეციალისტი იორდანიის ნაკრებს, „ქუინზ პარკ რეინჯერსს,“ „ტოტენჰემს,“ „პორტსმუთს,“ „საუთჰემპტონს,“ „ვესტ ჰემსა,“ და „ბორნმუთს“ თავკაცობდა.