ამერიკული მუსიკალური გამოცემა „Rolling Stone”-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 27 ნოემბერს, მსოფლიო კინოგაქირავებაში ახალი სატელევიზიო ფილმი გამოჩნდება.
ამ სურათის სახელწოდებაა „Hendrix 70: Live From Woodstock”. მისი დიდ ეკრანებზე გამოჩენა მუსიკოსის დაბადების დღეს ემთხვევა. ჯიმი ჰენდრიქსი 1942 წლის 27 ნოემბერს დაიბადა.
სურათი კინორეჟისორმა მაიკლ ვადლეიმ გადაიღო. ბატონმა მაიკლმა დაახლოებით ნახევარი წელი სხვადასხვა საარქივო მასალების გაცნობას მოანდომა.
საინტერესოა, რომ 1969 წლის ვუდსტოკის ფესტივალზე ჯიმი ჰენდრიქსი სცენაზე ახალ ჯგუფთან ერთად გამოჩნდა. მუსიკოსმა თავისი შემდეგი ცნობილი კომპოზიციები შეასრულა: „Foxy Lady”, “Purple haze”, “Fire” და “Voodoo Child (Slight Return).
ახალ სურათში ჯიმი ჰენდრიქსის ის საკონცერტო გამოსვლა სრულად იქნება ნაჩვენები.