ბელგიური „გენტის“ ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე ევროპა ლიგის მეექვსე ტურის განაცხადშია. იეს თორუპმა უკრაინულ „ოლექსანდრიასთან“ მატჩისთვის განაცხადა გამოაქვეყნა და მასში ორი ჩვენებურია - ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია.
ნიშანდობლივია, რომ ჩაკვეტაძე, რომელიც მოედანს 5 დღის წინ დაუბრუნდა, ევროპა ლიგის მატჩისთვის პირველად მოემზადება.
„გენტი“ „ოლექსანდრიას“ ხუთშაბათს დაუხვდება და ამ შეხვედრას ბელგიელებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან პლეი-ოფის საგზური უკვე მოპოვებული აქვს.