დღეს დილით გამოცემამ „The Sun” გაავრცელა ცნობა, რომ პოპულარული ბრიტანელი მუსიკოსი, სერ პოლ მაკარტნი ახალ ალბომზე მუშაობას იწყებს.
ჯერჯერობით უცნობია ამ დისკის სავარაუდო დასახელება და მისი გაყიდვაში გამოჩენის თარიღი.
ორი კვირის წინ სერ პოლი ცნობილ მუსიკალურ პროდიუსერ პოლ ეპვორტს დაუკავშირდა და თანამშრომლობა შესთავაზა. ეპვორტმა სახელი იმით გაითქვა რომ მომღერალ ადელთან მუშაობდა. ამ პიროვნებამ ადელის მსოფლიო პოპულარიზაციის საქმეში დიდი წვლილი შეიტანა.
ბრიტანული მას - მედიის ცნობით, მაკარტნი ადრე მოლაპარაკებებს ემი ვაინჰაუსის ყოფილ პროდიუსერთან მარკ რონსონთან აწარმოებდა. სამწუხაროდ მხარეები საერთო გადაწყვეტილებამდე ვერ მივიდნენ და მუსიკოსმა საქმე უკვე ეპვორტთან დაიჭირა.
პოლ მაკარტნის ბოლო სტუდიური ჩანაწერი 2012 წლის თებერვლით არის დათარიღებული. „Kisses on a Bottom” „ნისლიანი ალბიონის“ ქვეყანაში დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს და ადგილობრივი მუსიკალური ჰიტ - აღლუმების პირველი ათეულის უცვლელი ბინადარია.