ჯენარო გატუზო იტალიურ „ნაპოლის“ გაწვრთნის. ინფორმაცია გუნდის Facebook-ზე გავრცელდა.
გატუზომ თანამდებობაზე კარლო ანჩელოტი შეცვალა, რომელიც იტალიის ჩემპიონატში გუნდის სუსტი თამაშის გამო გაათავისუფლეს. „ნაპოლი“ 15 ტურის შემდეგ 21 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მეოთხეზე მყოფ „კალიარის" რვა ქულით ჩამორჩება.
მანამდე გატუზო „მილანის“ მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობდა და კლუბი მაისში დატოვა.