მიუხედავად იმისა, რომ ქეით მიდლტონს სამეფო ოჯახში უამრავი პასუხისმგებლობა აკისრია და ამასთანავე, სამი შვილის დედის როლსაც იდეალურად ირგებს, მაინც ახერხებს საკუთარ გატაცებაზე უარი არ თქვას, არამედ პირიქით, ოჯახიც ჩართოს ამ ყველაფერში.
როგორც ირკვევა, 37 წლის ჰერცოგინია Hurlingham-ის ექსკლუზიურ კლუბში ჩოგბურთზე აქტიურად დადის, თუმცა ამ ყველაფრის შესახებ საზოგადოებამ მხოლოდ ინსაიდერების მიერ გაცემული ინფორმაციის შედეგად გაიგო.
გარდა ამისა, ის ადამიანები, რომლებმაც აღიარეს რომ ქეითი არაჩვეულებრივი სპორტსმენია, აღნიშნეს რომ ხშირად მასთან ერთად კორტებს მთელი ოჯახი, სრული შემადგენლობით სტუმრობს.