კატალონიის „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში მილანის „ინტერს“ ლიონელ მესის გარეშე დაუპირისპირდება. ვინაიდან ეს თამაში „ბლაუგრანასთვის“ ფორმალურ ხასიათს ატარებს, ერნესტო ვალვერდემ გუნდის ლიდერის დასვენება გადაწყვიტა.
გარდა ამისა, კატალონელებს ჟორდი ალბა, ჟერარ პიკე, ნელსონ სემედუ და სერხი რობერტო ვერ დაეხმარებიან. განაცხადი კი შემდეგნაირია:
ტერ შტეგენი, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ტოდიბო, სუარესი, ნეტო, ლენგლე, ვაგე, გრიზმანი, ალენა, დე იონგი, ვიდალი, უმტიტი, ჟუნიორ ფირპო, ინაკი პენა, პერესი, რიკი პუგი, ანსუ ფატი, არაუხო, მორერი
შეგახსენებთ, რომ F ჯგუფში „ბარსელონას“ პირველი ადგილი გარანტირებული აქვს, ხოლო მეორე პოზიციისთვის „ინტერი“ და „დორტმუნდი“ იბრძვიან. იტალიელების მცირე უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ თუ „ბარსასთან“ გაიმარჯვებენ ჯგუფიდან „დორტმუნდის“ შედეგის მუხედავად გააღწევენ. გერმანელები კი, ამ მატჩზეც არიან დამოკიდებულნი.