„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჩემპიოთა ლიგის ჯგუფური ეტაპის, „ზალცბურგთან“ ბოლო ტურის მატჩის წინ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„ზალცბურგი“ ძალიან მომწონს. ჩვენ კი უნდა დავამტკიცოთ, რომ პლეი ოფში გასვლის ღირსი ვართ. არ ვნერვიულობ, მაგრამ დაძაბული ვარ. ბევრი გადამწყვეტი მატჩი მითამაშია, ზოგჯერ წამიგია, მაგრამ ბოლო დროს საქმეები უკეთ მიდის.
ჰოლანდი მხოლოდ 19 წლისაა და ფანტასტიკურად თამაშობს. შევეცდებით მას ბურთი არ მივაღებინოთ. თუმცა „ზალცბურგს“ ჰოლანდის გარდაც ჰყავს ძლიერი ფეხბურთელები.“ - ციტირებს კლოპის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.
შეგახსენებთ, რომ E ჯგუფში 10 ქულთ ლიდერი „ლივერპულია“ და შემდგომ ეტაპზე გასასვლელად, „ზალცბურგთან“ ფრეც ეყოფა.
შეხვედრა დღეს, 10 დეკემბერს, თბილისის დროით, 21 საათსა და 55 წუთზე დაიწყება.