„ბიძინა ივანიშვილი უნდა დავამხოთ, ერთხელ თუ არ იქნება საკმარისი, 2-ჯერ, 32-ჯერ“, - აცხადებს ნიკა გვარამია, რომლის საქმესაც გრიფი „საიდუმლო“ დაედო.
„ჩვენ ჩავსვამთ მაგათ ქუთაისის აეროპორტში და მოვაშორებთ აქედან“, - აგრესიულობას ვერ მალავს გრიგოლ ვაშაძე.
„ამ გაწევ-გამოწევაში და ბავშვების ცემა-ტყეპაში ვინმე არ შემოგაკვდეთ, თორემ პიკეტი კი არა, ნახევარი მილიონი ქართველი გამოვა თოფებით და თქვენზე დაიწყებენ ნადირობას“,-ეს გუბაზ სანიკიძის ომახიანი ტემბრია.
„ყველას სახლის მისამართი ვიცით! ყველას მოგეკითხებათ!“ - ეს კი კიევიდან შემოთვლილი მუქარაა მისი შეუცვლელი ავტორის თამადობით.
რას ნიშნავს სამომავლო შურისძიების დაანონსება და ოპოზიციის გამუდმებული მუქარა?
ბოლო დროს შექმნილი ვითარება ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას აფიქრებინებს, რომ არსებობს სახელმწიფო გადატრიალების რეალური საფრთხე, რაც რუსეთის მიერაა მართული. ამ სცენარის შემსრულებელი უშუალოდ ოპოზიციაა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ხელმძღვანელობით. სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ უკვე აშკარად თამაშობენ რუსულ თამაშს და შემთხვევითი არ არის, რომ ნინო ბურჯანაძის მოსკოვში გამგზავრებაც „ნაცმოძრაობას“ მაინცდამაინც არ დაუგმია.
მაისაიას აზრით, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება, პირველ რიგში, აწყობს კრემლს, კრემლის ინტერესებს სააკაშვილი და გვარამია ახმოვანებენ, ვაშინგტონი კი კრემლის მიზნებს ხვდება, ამიტომაც აძლიერებს აქტიურობას საქართველოში.
თუ გავითვალისწინებთ, რომ პოლიტიკოსებს უფრო მეტად მოეთხოვებათ პასუხისმგებლობა, რას ნიშნავს სააკაშვილისა და სხვა პოლიტიკოსების მხრიდან ხმაშეწყობილი მუქარა? არის თუ არა სახელმწიფო გადატრიალების საშიშროება ჩვენს ქვეყანაში?
სახელმწიფო გადატრიალების ალბათობას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გამორიცხავს. For.ge-სთან საუბრისას ის აცხადებს, რომ სახელმწიფო გადატრიალების შესახებ ოთხი საქმეა აღძრული ამ ქვეყანაში, ამ ხელისუფლების პირობებში, მაგრამ ყველა ამ საქმეს მტვერი ედება. უბრალოდ, აღძრავენ არჩევნების წინ ამ საქმეებს და მერე იკარგება.
უახლოეს პერიოდში გია ხუხაშვილი მოელის კიდეც, რომ მიშა სააკაშვილის ვიღაცასთან საუბრის ჩანაწერს მოგვასმენინებენ და შეეცდებიან ამაზე სახელმწიფო გადატრიალების მორიგი საქმე შეკერონ. ახლა ეს ტექნოლოგიური საკითხია და ამ პოლიტიკური თამაშით კიდევ ერთხელ ეცდებიან, გამორეცხონ ტვინები.
„ეცდება თუ არა სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას? რეალურად, ამ ტიპის გადატრიალების არანაირი რესურსი დღეს არ არსებობს. „ნაციონალური მოძრაობა“ ერთგვარი ჩაკეტილი სისტემაა, კარგად მობილიზებული და კარგად ორგანიზებული, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ხალხის მხარდაჭერის გარეშე ასეთი პროცესები არ იწყება, მით უმეტეს, ისეთი ძალის მხრიდან, როგორიც „ნაცმოძრაობაა“, რომელიც კომპრომეტირებულია თავისი წარსულით. აქედან გამომდინარე, რევოლუციაზე ლაპარაკი უფრო ხელისუფლების ინტერესშია. იგივე ხდებოდა გავრილოვის ღამესაც, როდესაც პარლამენტში შევარდნა რაღაც საშინელებად და სახელმწიფო გადატრიალებად მონათლეს. ესეც სისულელე იყო. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, კარგით, შევიდოდნენ პარლამენტში და მერე რა მოხდებოდა? არც არაფერი. ამიტომ ან ძალიან ეშინიათ, ან პროპაგანდისტულად ბერავენ ამ ყველაფერს და ადამიანებს კიდევ ერთხელ ურეცხავენ ტვინს იმ მიზნით, რომ უფრო უარესი არ მოხდეს და ისევ ბიძინა ივანიშვილი დარჩეს. ეს არის კონტექსტი, მეტი არაფერი“,-განმარტავს გია ხუხაშვილი.
პოლიტანალიტიკოსი ვაკა გორგილაძე ჩვენთან საუბრისას აცხდებს, რომ ამ საპროტესტო მასის შემყურე, ადეკვატურად მოაზროვნე ადამიანს შეუძლია დასკვნის გამოტანა, რომ რევოლუციური სცენარის განვითარებაზე საუბარიც ზედმეტია. საამისო მუხტი აშკარად არასაკმარისია და ამას მარიონეტული ოპოზიციაც კი ხვდება, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ორბიტაშია მოქცეული.
„რაც შეეხება დასავლურ ჯგუფებს, თუ რუსულ დაჯგუფებებს, ბუნებრივია, ოპოზიციაში მყოფი ნებისმიერი პოლიტიკური პარტია შეეცდება იმის დამტკიცებას, რომ მათ ხელთ უპყრიათ გარკვეული საგარეო ბერკეტები. ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ ე.წ. პროდასავლური და ე.წ. პრორუსული ძალები გაერთიანებულნი არიან ამ სურვილით და იმის დემონსტრირებით, თითქოსდა, გააჩნიათ საგარეო ბერკეტი, რათა მოახდინონ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა. ჩემი აზრით, კრისტალიზაციის პროცესი, რაც დღეს მიმდინარეობს, წაეხმარება საქართველოს ხელისუფლებას იმაში, რომ რეზისტენტული იყოს ყველანაირი საგარეო გავლენისგან. იქნება ეს რუსეთი, ევროსაბჭო, აშშ, ჩინეთი თუ ავსტრალია. ჩვენი ხელისუფლება გარკვეული ტიპის ორგანიზაციების კომენტარების გავლენის ქვეშ კი არ უნდა მოექცეს, არამედ უნდა განახორციელოს პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში სტაბილიზაციის, უსაფრთხოების დამყარებას. საქართველო თავისი დღის წესრიგით უნდა დაკავდეს და ავითარებდეს საკუთარ პოლიტიკას“, - მიიჩნევს ვაკა გორგილაძე.
17 დეკემბერი, 2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკელი კონგრესმენების მწვავე წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ რაც უფრო მეტ შედეგებს აღწევს „ქართული ოცნების“ მთავრობა, სტრატეგიული პარტნიორი მით მეტს ითხოვს მათგან. მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ კონგრესმენები საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელები არიან და მათი ყველა კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, სამუშაო რეჟიმში განიხილება
ახალს არ ვიტყვი, ესენი აქ ადრეც ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, მაგრამ ეხლა კიდევ ერთხელ გულს მაინც მოვიფხან...
თქვენ რამდენი კარგიც გინდა გააკეთოთ ამერიკელებს მაინც არ მოეწონებით!!!!!!!!!!!!!!!
იმიტომ რომ თქვენც ნაცებივით უნდა აწამოთ და ხოცოთ ხალხი-----..ზოგი ზღვაში უნდა ჩაახჩოთ,ზოგი ქუჩაში უნდა ხოცოთ, უფრო ბევრი ციხეებში, ზოგიც კიდე უნდა შემოგეუპატიუროთ .....თან ხალხს უკანასკნელი სარჩო--საბადებელიც უნდა წაართვათ, ამოსუნთქვის საშუალება არ უნდა მისცეთ ...... .აი მხოლოდ მერე მოეწონებით იმ ჩათლახ ამერიკელებს
გუანტანამო მაგათი მოგონილი და მაგათი წესია-------მაგათ მოსაწონად მიშა რომ იქცეოდა და იმიტომაც ,,ჩუხჩუხებდა,, მაშინ საქართველოში დემოკრატია.....არადა იმ წლებში სინამდვილეში აქ რა დემოკრატიაც ჩუხჩუხებდა, ჩვენ ყველამ საკუთარ თავზე გამოვცადეთ
მაგათი მსოფლიო ბატონობისთვის, მსოფლიოს ნებისმერ ადგილზე, ნებისმიერი ერი ბრბოდ უნდა იქცეს, უნდა გატყდეს ფსიქოლოგიურად, ყველა უნდა არქიფო სეთურის ხალხს დაემსგავსოს, რომ მათი გულაობისთვის ოდნავი წინააღმდეგობის გამწევი და ხელის შემშლელი, ოდნავ საღად მოაზროვნე ხალხიც კი არსად არ დარჩეს........ მთელი მსოფლიოს (ან მისი დიდი ნაწილის) ადვილად სამართავად, ანუ მის ერთმმართველობის ქვეშ მოსაქცევად, ნებისმიერი ერი (ერები) უნდა ერთ მთლიან, ერთგვაროვან უფერო მასად იქცეს. იქ ავი კარგის მცნება საერთოდ უნდა გაქრეს. მორალზე და ზნეობაზე კიდე ხომ ზედმეტია ფიქრიც კი...მხოლოდ გადარჩენაზე უნდა იფიქროს ადამიანმა
სწორედ იმიტომ მოგონეს ეს ე.წ. გლობალიზაცია(ანუ ვისი ვისსაშია). სწორედ ამ ვითომდა დემოტრაკიის დაცვის საბაბით არის სინამდვილეში ყველგან რომ თავიაანთ საქმეს აწვებიან--აკეთებენ. ამისთვის მაგათ ათასი ინსტრუმენტი და საშუალება ააქვთ, პლიუს ოხრად ფულებიც........მაგათ საქმეს როცა როგორ სჭირდება ისე იქცევიან....ხან ადამიანის უფლებების დაცვას იგონებენ, ხან განათლების რეფორმებს, ხან პროგრესისთვის ხელის შეწყობას და ხან კიდევ ათას სხვა სიაფანდობებს..................უბრალოდ ეგენი მხოლოდ თავიაანთ საქმეს აკეთებენ...
ჩვენს შემთხვევაში---- ჩვენ უნდა ვიყოთ რუსის ტრაკში გამოუღებელი ეკალი , თანაც რაც შეიძლება აქტიური........... ..მორჩა და გათავდა...სხვა ხეირი მაგათ ჩვენგან არაფერი აქვთ. ჩვენი დანიშნულება მაგათთვის მხოლოდ ესაა
სწორედ იმიტომაც მოსწონდათ მაგათ მიშა---ის ერთდროულად მაგათ ორ საქმეს აკეთებდა--- რუსსაც აგინებდა და ჩვენც აქტიურად გვარეფორმირებდა--ასე ვთქვათ ჭკვაზე (აზრზე) ,,მოვყავდით,,
აი სწორად ეგაა ჩვენთან მაგათი ნებისმიერი ქმედების არსი. ხოოდა ვინც მაგათ თავიაანთი მიზნების განხორციელებაში გამოადგებათ, ისინი არიან მაგათვის მისაღებებიც და დემოკრატიის მამამთავრებიც..... გინდ ბოკერია იყოს და გინდ კიდე ნაზიბროლა თერჯოლიდან... ოღონდ მაგათ თავიაანთი საქმე გააკეთონ და სუ კიტრზე ჰკიდიათ აქური დემოკრატიაც და ადამიანის უფლებებიც...
თორემ გუშინ რომ დემოკრატიის ჩუხჩუხი იყო(ხალხის ხოცვა) და დღეს აღარ არის, ეს დღეს თურმე დემოკრატიის დარღვევაა და პირიქით.....
გუშინ რომ ხალხს ხოცავდნენ და ის ხალხი დღეს პარლამენტს შტურმით იღებენ, ეს ადამიანების უფლებების დაცვა ყოფილა, ხოლო თუ დღეს ხელისუფლება თუნდაც ბოდიშის ფონზე, მიტინგს ნეჟნად დაშლის, ეს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ყოფილა......
აფსუსსს მიშა და ...............მისეული . მიტინგების დაშლა--დემოკრატის ვარსკვლავი გაიბრწყინებდა ..
.ჯერ მარტო იმ მიტინგებზე ხალხის მისვლა რა გმირობა იყო და ახლა იმ მიტინგების მიშასეული დაშლის დროს გადარჩენა (საკუთარ ბეჭებზე ბევრჯერ მაქვს გამოცდილი მიშას დემოკრატია)
აუუუუ........................... რომ მახსენდება რაღაც რაღაცეები ...ესენი ხომ ერთი დღე არ არიან გასაჩერებლები, მაგრამ მიშას დემოკრატია რომ მახსენდებაააააა...................... დღევანდელ დღეს დემოკრატია მართლა სუ ნაპორით ჩუხჩუხებს!!!!!!!!!!!!!!!!!!!...
ჩუხჩუხია აბა რააარი?/ პარლამენტში ტერორისტები დივერსიებს აწყობენ და...... იქაც ბანტიო .....დემოკრატიააა აბა რა არი?? (უფრო სწორად დემოკრატიული ბარდაგი)
კი მაგრამ მე რომ ნაცების ოფისთან რომ ჩემი დემოკრატიული უფლ;ებები გამოვხატო და ერთი კაი ზრივჩატკა შევაგდო არ შეიძლებააა??
...მოკლედ გახარიას ვეტყოდი.......რა ატამი, რის ატამი...... აი თუ იმათ მოსაწონად მოიქცევით, მხოლოდ მერე მოეწონებით ამერეიკელებს. მანამდე ბოდიში და----- არ მოსწონხართ...
ქუნემ კოლუმბი...... ქუნემ