ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი, ოზი ოსბორნი მისი გარდაცვლილი მეგობრის, რენდი როადსის მოპარული ნივთების დასაბრუნებლად 25 000 დოლარს გადაიხდის. ამის შესახებ 71 წლის ოსბორნი Instagram-ზე წერს.
კერძოდ, Daily Mail-ის ცნობით, 25 000 დოლარს მიიღებს ადამიანი, ვინც გამოძიებას ქურდების დასაკავებლად და მოპარული ნივთების დასაბრუნებლად საჭირო ინფორმაციას მიაწოდებს.
რენდი როადსის გიტარა, ხმის მოწყობილობები და სხვა პირადი ნივთები ჰოლივუდის ერთ-ერთი მუსიკალური სკოლიდან მოიპარეს. რენდი როადსი 1982 წელს ავიაკატასტროფაში დაიღუპა.