ისტორიაში პირველად ბრაზილიურმა საფეხბურთო კლუბმა „კრუზეირომ“ უმაღლესი დივიზიონი დატოვა. ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში „კრუზეირო“ შინ „პალმეირასთან“ 0:2 დამარცხდა.
არბიტრმა შეხვედრა ძირითადი დროის ამოწურვამდე დაასრულა, რისი მიზეზიც „კრუზეიროს“ გულშემატკივრების აგრესია გახდა. მათ მოედანზე სავარძლების და სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყეს და ტრიბუნებზე არეულობა მოაწყვეს, რის გამოც სტადიონზე პოლიციის დამატებითი ძალების გამოძახება გახდა საჭირო.
„კრუზეირო“ 1921 წელს დაარსდა და ბრაზილიის უმაღლესი ლიგიდან პირველად გავარდა.