თურქეთმა საფრანგეთს ტერორიზმთან დაკავშირებული 11 წევრი გადასცა

თურქეთმა საფრანგეთს ტერორიზმთან დაკავშირებული 11 წევრი გადასცა

თურქეთის ხელისუფლებამ საფრანგეთში ამ ქვეყნის 11 მოქალაქის დეპორტაცია განახორციელა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საფრანგეთის მოქალაქეები ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ იყვნენ დაკავშირებულნი.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების დეპორტაციის შესახებ პირველად 2019 წლის 11 ნოემბერს განაცხადა. აქამდე თურქეთიდან ტერორისტებთან დაკავშირებული აშშ-ის, გერმანიის, ბრიტანეთის და ავსტრალიის მოქალაქეები გააძევეს.  

ამ დროისთვის თურქეთიდან ტერორისტულ დაჯგუფებებთან დაკავშირებული უცხო ქვეყნის 71 მოქალაქე გააძევეს.