იმ შემთხვევაში, თუ განათლების სამინისტრო სკოლების საფეხურებად დაყოფის შესახებ ახალ კონცეფციას განახორციელებს, საინტერესოა, რა ბედი ელის საბჭოთა სკოლების მაღალსართულიან შენობებს და რა ფუნქციით დაიტვირთება ისინი?!
სამინისტროში აცხადებენ, რომ სამომავლოდ შესაძლოა გამოუსადეგარი იყოს საბჭოთა ტიპის სკოლის ორ-სამ-ხუთსართულიანი შენობები. განათლების მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის თქმით, „დაგვჭირდება გადავხედოთ ამ გეგმას, რადგან ამ შენობებს (იგულისხმება საბჭოთა სკოლის მაღალსართულიანი შენობები) ვერაფერს მოვუხერხებთ“.
როგორც ჩანს, ახალი სკოლები განსხვავებული კონსტრუქციით აიგება და მოერგება ახალ კონცეფციას - სკოლამდელი და დაწყებითი საფეხურების გაერთიანებას. საშუალო საფეხურის სკოლები კი, სავარაუდოდ, ცალკე შენობაში განთავსდება.
რა დატვირთვა მიეცემა საბჭოთა ტიპის სკოლის შენობებს?!
კლინიკური ფსიქოლოგიის დარგის სპეციალისტი კონსტანტინე პოზოვი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ შენობა, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ადამიანზე. სად „ხრუშჩოვკაში“ რომ იცხოვრებს კაცი და სად მაღალჭერიანში, მეფის დროინდელ ფართო ოთახებში. რა თქმა უნდა, ამას მნიშვნელობა აქვს და ფართო აპარტამენტებში ადამიანი თავს გრძნობს თავისუფლად, მაგრამ, თუკი სკოლების შესახებ აღნიშნულ კონცეფციას მივყვებით, მაშინ რამდენი სკოლა უნდა დავხუროთ?
„ცხადია, კრეატიულობა შეიძლება, ისიც შეიძლება, სკოლის ძველი შენობები დავუთმოთ ხელოვნებას, განვითარებას... მილიონი რამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ შენობების კონსტრუქციაზე მეტად საინტერესოა სასკოლო პროგრამების შინაარსი. ავიღოთ ფინური, იაპონური განათლების მოდელი, იქაურები გატაცებულნი არიან საბუნებისმეტყველო საგნებით და ცდილობენ, გააგებინონ ბავშვებს, რა არის ბუნება, ეკოლოგიური გარემო. ამის საპირისპიროდ, ჩვენს სკოლებს არც ეზო აქვთ, არც ნორმალური პირობები. საბჭოთა კავშირში ბევრი რამ კარგი იყო, საბჭოთა განათლებაც არ იყო ურიგო. საბჭოთა სკოლის შენობები შესაძლოა დასაწუნი იყოს, მაგრამ ბოლო პერიოდში განათლების სფეროში განხორციელებულმა უამრავმა რეფორმამ რაიმე გაუმჯობესება მოგვიტანა? უცხოეთში კრეატიულობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ფინეთში საგანმანათლებლო დაწესებულებებში არის რბილი ლეიბები, რომლებზეც ბავშვები ხტუნაობენ. ლეიბი რომ ააყირავო, შეიძლება, როგორც დაფა, ისე დადგეს და ბავშვები მასზე წერენ კიდეც. სწორედ ეს არის კრეატიულობა, რომ ერთი საგანი გამოყენებულია ორი ფუნქციით. ამასაც გააზრება უნდა. ახლა ამბობენ, ახალი სკოლები ავაშენოთო, მაგრამ იმ ახლადაშენებულ შენობებში ვის მივიყვანთ სამუშაოდ? ასაკოვანი პედაგოგები თურმე არ ვარგა და გავუშვით სახლებში, ახალგაზრდები რამდენად კვალიფიციურები არიან?“, - აცხადებს კონსტანტინე პოზოვი.
მისივე განმარტებით, თუ ადამიანი დაბერდა, ვეღარ მიდის სკოლაში და დისფუნქციურია, მისი სახლში გაშვება დასაშვებია, მაგრამ არიან საღად მოაზროვნე საპენსიო ასაკის პედაგოგებიც, რომლებიც შეიძლება დამხმარე მასწავლებლებად, მენტორებად ჰყავდეთ სკოლებში.
„რამდენი პენსიონერი ეყოლება სკოლას? დავიჯერო, ძალიან ბევრი? ალბათ, აქაც ბიუჯეტის ეკონომიას აკეთებენ. ამდენად, რომელ რეფორმაზეა საუბარი, თუკი ბიუჯეტს ზოგავენ? საერთაშორისო მაგალითებზე თუ ვიმსჯელებთ, უცხოეთში ყოველთვის გათვალისწინებულია ორი სქესის არსებობა სკოლებში - მამაკაცისა და ქალბატონის. გერმანიაში ყოველი მეოთხე პედაგოგი მამაკაცია, ჩვენს სკოლებში კი კაცები არ მიდიან, ე.ი. პროფესია არ არის საინტერესო? გადავათამაშებთ კლასებს, დავარქმევთ რაღაც სახელს, მაგრამ ამით შიგთავსი იცვლება?“
არასამთავრობო ორგანიზაცია „სასკოლო კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი, მკვლევარი მუხრან გულიაშვილი მიიჩნევს, რომ საბჭოთა სკოლის შენობებს მართლაც სჭირდება ახლიდან, სრულიად სხვა დიზაინით აშენება, რათა კარგი პირობები შეექმნას მასწავლებელსა და მოსწავლეს. მისი თქმით, რეფორმის მსვლელობისას გარეგნული იერი მნიშვნელოვანია. გავიხსენოთ თუნდაც იუსტიციის სახლის რეფორმა, ააშენეს ახალი შენობები და ხალხს უფრო მეტი ნდობა გაუჩნდა გარეგნული იერის მიმართ, მეტი ახალგაზრდა დაინტერესდა იქ მუშაობით. თუკი ამ პრინციპს გადმოვიტანთ განათლებაში, შესაძლოა, განათლების მიმართულებითაც ახალმა შენობებმა ზუსტად იგივე ეფექტი შექმნას.
„სხვათა შორის, ძველი საბჭოთა შენობების რემონტი უფრო ძვირი უჯდებათ, ვიდრე ახალი შენობების აშენება. ახლის აშენება ჯდება 2-3 მილიონი ლარი, რემონტში კი ხარჯავენ მილიონ ლარს წლების განმავლობაში. ამიტომ ჯობს, ახალი ნაგებობები ააშენონ. საბჭოთა სკოლებს დიდი ტერიტორიები აქვს ყველგან, თბილისშიც და რეგიონებშიც. იმ ტერიტორიებზე შეუძლიათ ააშენონ ახალი შენობები. გარდა ამისა, ძველი ნაგებობები შეიძლება დატვირთონ წრეებით. სკოლის ძველი შენობები მარტო დილის 9-დან 3 საათამდე არის დატვირთული, ხომ შეიძლება, სკოლამ უფასო წრე შესთავაზოს მოსწავლეს, დილის 10-დან საღამოს 6-7 საათამდე იყოს ფუნქციონალური?! განათლება მარტო გაკვეთილი ხომ არ არის. შენობები მართლაც მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო საინტერესოა განათლების ხარისხი“, - აღნიშნა მუხრან გულიაშვილმა For.ge-სთან საუბრისას.
განათლების სფეროს ექსპერტი, მკვლევარი ლევან გაბისონია აცხადებს, რომ საბჭოთა ტიპის სკოლების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომ არც ერთი მათგანი არ არის აშენებული სკოლის შესაბამისი სტანდარტით. ამიტომ დიდი შენობების რეკონსტრუქცია ისე უნდა მოხდეს, რომ მეტი სივრცე ჰქონდეს მოსწავლეს სწავლის პერიოდში.
„დღევანდელ სკოლებს რომ დავაკვირდეთ, აქ არის ძირითადად დერეფნები და საკლასო ოთახები. სამწუხროდ, აქ ვერ ნახავთ საერთო ფართებს, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ აქტივობაში ჩაერთონ. წესით, მოსწავლეებს მოწყობილი უნდა ჰქონდეთ თანამედროვე ტიპის საკონფერენციო და საერთო სამუშაო სივრცეები, ე.წ. სკულ ვორკინგს რასაც უწოდებენ. ასეთი სივრცეები ჩვენს სკოლებში, პრაქტიკულად, არ არის. არადა, მსოფლიო გამოცდილება ნიშნავს, რომ, როგორც დაწყებითებში, ისე ყველა საფეხურზე აუცილებელია შესაბამისი სივრცეების არსებობა სკოლებში. ამიტომ საბჭოთა ტიპის შენობების რეკონსტრუქცია აუცილებელია, რაც მნიშვნელოვანი იქნება ახალი კონცეფციის განხორციელების პროცესში“,-აღნიშნა ლევან გაბისონიამ ჩვენთან საუბარში.
დაიწყეს ახლა ისევ თავიდან, სტენკა ამ კუთხეში, სტოლი და სკამი იმ კუთხეში... ტროიკა აქა და ა.შ....
კარგით რა!
მარტივ რჩევას მოგცემთ განათლების სამინისტროს წარმომადგენლებო. აიღეთ ნებისმიერი კლასის ქართველი ბავშვის წიგნი და შეადარეთ გერმანელი ბავშვის წიგნს*მათემატიკა და ინგლისური, მაგალითად...
იქნებ, მიხვდეთ რამეს!
...თუ დიდი ხანია მიხვდით, მაგრამ თქვენი ტკბილი ლუკმების ჭამაზე მეტს ფიქრობთ,ვიდრე მერე უპუროდ დარჩენილ თაობებზე?! კი, მე ეს უკანასკნელი მგონია უფრო.
ხან ხელფასისი მომატებით დააბით მასწავლებელი და რეფორმათ შემოგვასაღეთ ეს ამბავი... ახლა შენობებიო... მერე კიდევ რაღაც მოიფიქრებთ, გაუგონარს ალბათ...
მოცეკვავეს რომ რაღაც ხელს უშლიდა, იმ ამბავივით გჭირთ!
...არადა როგორ ნიჭიერი ბავშვები გვყავს. განა ისინი გერმანელებზე ნაკლებად ისწავლიან,ან მათზე ნაკლებ ქვეყანას აიშენებენ?! ეს არ უნდა ზუსტად ვიღაცას გარეთ მაგრამ... თქვენ რომ ვარგოდეთ, მაინც გააკეთებდით საქმეს. განა საბჭოთა კავშირში სხვანაირად იყო?! განა მოსკოვში უკეთეს კანონებს უბრახუნებდნენ ბეჭდებს.
...მაშინ განათლებული და ალღოიანი პედაგოგები გვყავდა!
ახლა, მოაზროვნე ქართველის არსებობაა ამის დასტური.
...ხოლო 20-30 წელში დენის ქვითრის წაკითხვა, ენციკლოპედიური განათლების ტოლფასი იქნება ალბათ!
სწორია ის კაცი, გაუშვით ეს ახლგაზრდები სადმე!!!
ყველა არ დარჩება მეკურტნედ! ვიღაც, შეიძლებს ადამიანებს შორის დაიმკვიდროს ადგილი... ნიჭიერება სასწაული ფენომენია. მტერი რომ მტერია, ისიც პატივს სცემს ადამიანის ბუნებრივ ნიჭს! გონიერი მტერი,ქართველის ნიჭს სათავისოდ იყენებდა. საკმარისი მაგალითია ამისი.
საქართველოში დარჩენით, მაინც პრიმატებად ჩამოყალიბებთ!
ან ნამუსის გაყიდვას აიძულებთ,შეხედეთ თქვენს პოლიტ(ბნ)ელიტას... ან ნამუსგაყიდულების მონობას!
ასე სამარცხვინოდ ქართველ ერს რაც ბოლო 30 წელია ცხოვრობს, ალბათ არასოდეს უცხოვრია და ამაში,ლომის წვლილი მიუძღვის განათლების სამინისტროს!
ასეა ეს!
ბმული
ბმული />
ბმული />
ბმული
ბმული
ეს, რუსების მოგონილი მითია, ჩემი აზრით.
ზოგადად, ტექნოლოგიები ვინც განავითარა,ინვესტიცია ჩადო და ა.შ. ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ მისი შექმნილი,მის საკუთრებაში იყოს! აქ,ახალი არაფერია.
ახლა კონკრეტულად, გერმანიის ცუდი შედეგები არის თუ არა სავალალო. არა, სულაც არა! გერმანიაში, გაიზარდა თავიანთი ქვეყნებიდან გამოქცეული ხალხის რაოდენობა. შესბამისად, სკოლები აღმოჩნდნენ რთულ სიტუაციაში. გერმანული ენის დეფიციტმა, ნეგატიურად იმოქმედა შედეგებზე. ამაზე უზარმაზარი სტატია იყო გაზეთ Die Zeit, 51-ე ნომერი იყო,თუ სწორად მახსოვს...
გერმანიას არავითარი პრობლემა არ ააქვს განათლების სისტემაში. რესეთიდან,საქართველოდან და ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსულ დიპლომიან ხალხს,ქარხნებში ერეკებიან სამუშაოდ. ასე რომ... გერმანიის კი არა ,ჩვენი გაჭირვების მიზეზები გავიგოთ სიღრმისეულად. გერმანიაში, კი გვაქვს ნამდვილად ძველი სკოლის შენობები და სახელმწიფო რომ ამაზე არ ზრუნავს, ამის კრიტიკას ბევრჯერ ვისმენ. თავად სკოლაზეც აქვთ პრეტენზიები მშობლებს... მაგრამ ეს,სულ სხვა პრობლემებია.
ის რაც საქართველოში გვაქვს,ის სულ სხვა პრობლემაა. საქართველოში, მიზანმიმართულად მიდის ბავშვის დაეჭვება საკუთარ შესაძლებლობებში...ისეთი წიგნები და სასკოლო პროგრამებია. თანაც სოციალური დიფერენციაციაა საშინლად გამოკვეთილი. ამ მხრივ, გერმანიის გიმნაზიაში, სულ სხვა სურათია...ასევე უმაღლეს სასწავლებლებში. ექიმის,იურისტის და მალიარის/მღებავის შვილი, გვერდიგვერდ სწავლობს უპრობლემოდ. თუ, მშობელს ფული არ ააქვს, უამრავი მექანიზმია ახალგაზრდამ მიიღოს განათლება. უმთავრესი, სახელმწიფო არ კარგავს არცერთ ნიჭიერს...არავითარ შემთხვევაში!!!!!
პ.ს. ბოლოსდაბოლოს, გერმანია მანქანებს უშვებს და საქართველოში მაკრატელს და დანას ვერ ვამზადებთ. ასე რომ, ვარგისიანი განათლების სისტემა, უპირველეს ყოვლის სახელმწიფოს კეთილდღეობასა და ეკონომიკურ სტაბილურობაზე აისახება. რუსებმა, თავიანთ ქვეყანას მიხედონ, სხვას ნუ ატირებენ ევროპის გაჭირვებას, რომლითაც საკუთარი უპირატესობის წარმოჩენა უნდათ და სხვა არაფერი.
უძლიერესი არგუმენტია - "ბოლოსდაბოლოს, გერმანია მანქანებს უშვებს"!!!
კიდევ რას უშვებს, მაღალტექნოლოგიურს, მანქანების, მაცივრებისა და სარეცხი მანქანების გარდა?
ატომურ რეაქტორებს, თანამედროვე თვითმფრინავებს, ატომურ ყინულმჭრელებს, კოსმოსურ ხომალდებს და ა.შ.
შემახსენეთ თუ შეიძლება!
რაც შეეხება განათლების მოდელს, იგი პედაგოგებმა და მეცნიერებმა ერთობლივად უნდა დაამუშაონ, ერთმანეთს შეაჯერონ, გამართული ქართულით წარმოადგინონ, გონებრივად ადვილად აღქმადი გახადონ და ისე მიაწოდონ ბავშვებს!
გვეშაყირები, ხომ?
მათემატიკური ნორმაა - თუ "a" მეტია "b"-ზე, მაშინ "b" ნაკლებია "a"-ზე.
ანუ, თუ ერთი სისტემა ჯობს მეორეს, ეს ნიშნავს, რომ პირველის სასწავლო პროგრამები უკეთესადაა შედგენილი, ვიდრე მეორე.
თუ ასე არ ფიქრობ?
და ვინ შეადგენს ამ პროგრამას, არ აქვს მნიშვნელობა.
ბოტანიკის წიგნი, რომლითაც ისწავლებოდა მთელ სსრკ-ში, შედგენილი იყო კორჩაგინას ავტორობით, რომელიც იყო სკოლის უბრალო, რიგითი მასწავლებელი.
მაგრამ წიგნი გამოვიდა უნივერსალური და შესანიშნავი, რომლითაც დღესაც კი ისწავლება ბოტანიკა. იმდენად ინფორმატიულია, რომ ტექსტებიდან ერთი სიტყვის ამოგდებაც კი არ შეიძლება.
ახლა, საქართველოში რამდენმა ევროპელმა მოითხოვა თავშესაფარი ???მკურნალობა რამდენმა ევროპელმა შეეხვეწა საქართველოს? გერმანიასა და საფრანგეთში ისეთი ოპერაციები გაუკეთეს ქართველ ბავშვებს, რომლის მსგავსს საქართველო საერთოდ არ ატარებს.
დიახ, ეს არის რუსების აგორებული კვნესა-გოდება, რომ ევროპელები უწიგნურები არიან... ჯერ ერთი, ევროპელები მაგათ დიპლომებს სასაცილოდ იგდებენ და მეორეც, რუსების წიგნიერება ხომ ისედაც კარაგად ჩანს ყველგან,სადაც მიდიან. უმეტესობაზე ვსაუბრობ და არა გამონაკლისებზე.
..დააპურეს ამდენი ჩასული. ეს, და სწორი განათლების პოლიტიკის შედეგია. საქართველოს განათლების პოლიტიკაზე მე არაფერი მსმენია... ვისაც გსმენიათ, მოგისმენთ.
ეს სფეროები ერთმანეთს, ურთიერთმონაცვლეობის პრინციპით უწყობენ ხელს, რაც შედეგებზე აისახება. ეს არის, ფუნქციონირებადი განათლების სისტემის არსი!
რას ნერვიულობთ, ამ გერმანელების გაჭირვებას, ის გამაგებინა!
გერმანიას ყოველთვის კარგი განათლების სისტემა ჰქონდა. დროთა განმავლობაში,ცხადია აქაც მიდის ცვლილებები, რომლებიც მორგებულია თანამედროვე გამოწვევებზე.
საქართველოში, გამოწვევების მოსარგებად კი არა გვაქვს საქმე...
საქართველოში,ქართული ეროვნული სკოლა არ გვაქვს!!!!
ვერც, ქართველებად ვაყალიბებთ ახალგაზრდებს და ვერც, მსოფლიოს მოქალაქეებად... .
არ გეკადრება ასეთი მარტივი მსჯელობა.
"განათლების სწორი პოლიტიკის შედეგია ეკონომიკის განვითარება!" - ვითომ?
ეკონომიკის განვითარება ფულის ჩადების შედეგია. ფულისა, რომელიც პინდოსებმა ჩადეს დასავლეთ გერმანიაში გერმანიის გაყოფის შემდეგ, რათა აღმოსავლეთ გერმანიისთვის ეჩვენებინათ დასავლური სისტემის უპირატესობა.
არ გიფიქრია ამაზე?
იგივე მოხდა სამხრეთ კორეაში.
მეტი არსად.
აბ ფული არ მიეცათ გერმანელებისთვის და რას ააშენებდნენ, იმასაც ვნახავდით.
"რას ნერვიულობთ, ამ გერმანელების გაჭირვებას, ის გამაგებინა!" - ჩვენ ვნერვიულობთ?
კაი რა!
სადაც განათლებაზე სიტყვა დაიძვრება, იქ გერმანულ განათლებას გვჩრი ცხვირში და ჩვენ ვნერვიულობთ? ჩვენ კი არ ვნერვიულობთ, შენ გვანერვიულებ, თორე გერმანულ სისტემას მოუკვდა პატრონი.
ჩვენ ჩვენი გვტკივა.
"ეს არის რუსების აგორებული კვნესა-გოდება, რომ ევროპელები უწიგნურები არიან" - რუსებს საერთოდ ფეხებზე კიდიათ იმათი წიგნიერება.
"გერმანელების წიგნიერებაზე საუბარი არც ღირს, თავიანთი მწერლები არ იციან,არათუ სხვისი" - რაკი თვითონაც წერ, ანუ მართლა უწიგნურები ყოფილან ეს მართლა ფაშისტები.
"ვერც ქართველებად ვაყალიბებთ ახალგაზრდებს და ვერც, მსოფლიოს მოქალაქეებად" - მსოფლიოს მოქალქაე ეს როგორია? რაღაც ახალი ჰიბრიდია ალბათ. საქართველოს მოქალაქედ რომ ვერ ვაყალიბებთ, ეს იმათი ბრალია, ვინც აფინანსებს ამ მთავრობას, სადაც მინისტრებად კლოუნები და უვიცები მოდიან.
"ცვლილებები, რომლებიც მორგებულია თანამედროვე გამოწვევებზე" - ეს გაცვეთილი ფრაზები უკვე არაფრის მეტყველნი აღარ არიან. შეგიძლია დააკონკრეტოთ, რას ნიშნავს თანამედროვე გამოწვევებზე მორგება? რა დევს ამის უკან? რა შინაარსს ატარებს?
"ევროპელები მაგათ დიპლომებს სასაცილოდ იგდებენ" - იმათ ნაღდად ფეხებზე კიდიათ რას ფიქრობენ გერმანელები დიპლომებზე, ეს ერთი და მეორე - მაგალითად ჩემი დიპლომი, გაცემული 1989 წელს ერთ-ერთი საბჭოთა უმაღლესი სასწავლებლის მიერ აღიარეს ყოველგვარი დაბრკოლების და დამატებითი პრობლემების გარეშე. მხოლოდ დიპლომის დანართი მთხოვეს გავლილი კურსების საათების ასახვით და მეტი არაფერი.
ასე, რომ დაეშვით ჩვენს დონეზე. გერმანიიდან დარიგება ბევრად იოლია, ვიდრე აქ თავის გატანა.
ახლა გუგლში შემთცვევით სტატია, რომელიც გერმანული განათლების სისტემას იცავს.
ასე, რომ ამ საკითხში მარტო არ ბრძანდებით.
სხვა ქართველებიც გიჭერენ მხარს.
ნახეთ რამხელა მიღწევებია გერმანული განათლების სისტემაში - "2001 წელს, 18 წლის წინ, ეკონომიკური თანამშომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) წევრ ქვეყნებში სკოლის მოსწავლეების ტესტირება ე.წ. „პისას“ მეთოდით (Programme for International Student Assessment – PISA) ჩაატარა. კვლევის შედეგების მიხედვით, გერმანიამ ტექსტის გააზრების ნაწილში 27-ე ადგილი დაიკავა, 28-ე ადგილი მათემატიკაში, ხოლო 25-ე - საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში" - უდიდესი მიღწევაა - წაკითხულის/ ტექსტის გააზრება. ამას ჩვენთან საბავშვო ბაღებიდან იწყებდნენ - ზღაპარს უკითხავდენენ და მერე ბავშვები აზრს აყალიბებდნენ.
ბმული
სტუდენტობისდროინდელი მახსოვდა და ლინკი მოვიძებნე: ბმული
წაკითხულის გააზრებაში პრობლემა მარტო გერმანელებს არ ქონიათ.
სად წერია, რომ "ქართულ განათლების სისტემაში ყველაფერი სწორად მიდის"?
ზოგადად არც ის წერია, რომ "გერმანიის განათლების სისტემას მაგრად უჭირს...გზა ვერ გაუგნია ამდენი წელია".
ნახსენებია მხოლოდ ერთი - რაც ხდება გერმანული განათლების სისტემაში, ისევე, როგმრც ფინურში, შვედურში თუ კიდევ სხვაში, არ მაინტერესებს.
სკოლა და სისტემა (განათლების), რომელიც ვერ ზრდის მეცნიერებს, ცნობილ გამომგონებლებს, ჩალის ფასი აქვს.
საზოგადოება, რომელიც ვერ ხვდება როგორი განათლება უნდა, არ არის ღირსე ნორმალური განათლებისა.
რაც შეეხება მსოფლიო ბანკის მიერ გამოცემულ ბროშურას - "განათლების ხარისხი და ეკონომიკური ზრდა", რომელიც ლინკშია, ჩემთვის არავითარი ახალი საინფორმაციო დატვირთვა არ გააჩნია ისევე. ეს ისედაც ნათელია, მაგრამ როგორ სრულდება, ესაა მთავარი. ნუ ფიქრობთ, რომ ჩვენი (საქართველოს) თანამედროვე განათლების კორიფეები სხვა რამეს ამბობენ ან წერენ. არა, ისინიც სიტყვა-სიტყვით იმეორებენ იგივეს, მაგრამ სხვა რამეს აკეთებენ. ტქმა ერთია და შესრულება მეორე. მოსწავლემ შეიძლება პითაგორას თეორემა ზეპირად იცოდეს, მაგრამ მისი გამოყენებით ამოცანა ვერ ამოხსნას.
ეს, რაც წერია, მხოლოდ სიტყვების ბრახა-ბრუხია და მეტი არაფერი.
აი როგორი უნდა იყოს დოკუმენტი: ბმული /> სხვანაირად არავითარი აზრი არ აქვს დოკუმნეტების შედგენასა და ბეჭდვაში ფულის ყრას.
ეს სფეროები ერთმანეთს, ურთიერთმონაცვლეობის პრინციპით უწყობენ ხელს, რაც შედეგებზე აისახება. ეს არის, ფუნქციონირებადი განათლების სისტემის არსი!"
ეს ჩამი გუშინდელი პოსტია,სადაც მეორე წინადადება გამოტოვე. პირველი დააკოპირე და მერე, მის მერე და მანამდეც მიხსნი რა განათლებული ხარ... სხვაც ხომ კითხულობს, ჩემს გარდა!
ნამდვილად, მიმტკიცებ როგორ უჭირს გერმანიის განათლების სისტემას. არსად არ აკრიტიკებ ქართულ განათლების სისტემას და არც გამოსწორების გზებზე საუბრობ... და მაშინ რა არის თქვენი აქ წერის მოტივაცია. ჩემი ნაწერის ანალიზი
დავუშვათ, მე არასწორი დავწერე, თქვენ უკეთესი დაწერეთ. თქვენი პოზიცია დააფიქსირეთ...
მე ვაკრიტიკებ იმას, რომ არ გვაქვს ეროვნული ქართული სკოლა!
თქვენ,მაკრიტიკებთ მე და ჩემთან ერთად გერმანელებს!
ოკ, აგერ თქვენ და აგერ გერმანია. აჯობეთ და გაასწარით,დაგიშალათ ვინმემ?!
ალბათ, რომელიმე უნივერსიტეტის როფესორი,ან ასოცირებული პროფესორი ხარ და არაფერის შეცვლა არ გინდა. გასაგებია.
პ.ს. არც, წიგნიერებაა ჩემთვის ადამიანის საზომი ...და არც, მისი თანამდებობები რომ იცოდეთ. წიგნებიც იკითხეს ბევრმა, თანამდებობები და ხარიხებიც აისხეს მაგრამ... სამშობლო რატომ ვერ ააშენეს, ჯერ ეს შეკითხვა არც გასჩენიათ.
"...გერმანიიდან დარიგება ბევრად იოლია, ვიდრე აქ თავის გატანა."
გერმანიაში არაა თავის გატანა პრობლემა. ვინც რამდენი ისწავლ/იშრომა, იმის შესაფერის ხელფასს იღებს. სულ რომ არაფერი ისწავლა და არც მუშაობა უნდა, იმათაც კი სახელმწიფო არჩენს.
კიდევ, გერმანელების განათლების სისტემაა სატირალი და გასაკრიტიკებელი{!
ახლა, დაუბრუნდით თქვენსავე მათემატიკურ შედარებებს ზემოთ და მიხვდით, მეტობის ნიშანი საით უნდა დასვათ.
ნუ გწყინთ.
უბრალოდ თქვენ განათლებას აღიქვამთ როგორც განყენებულ ველს. ანუ, განათლება განათლებისთვის.
არ არსებობს ასე.
განათლება რომეში უნდა იყსო საჭირო, სხვანაირად განათლების ნებისმიერი რეფორმა ჩაფლავდება.
განათლება უპირველეს ყოვლისა საჭიროა ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში. მხოლოდ ინდუსტრიას ესაჭიროება განათლებული ინჟინრები, მექანიკოსები, ტექნიკოსები, ანუ ისინი, ვინსაც ტექნიკურ პროგრესზე უშუალო ზემოქმედების ბერკეტები აქვთ. სოფლის მეურნეობას საერთოდ არ სჭირდება დიდი განათლება, მითუმეტეს, თუ სოფლის მეურნეობა მხოლოდ პირადი მოთხოვნების დაკმაყოფილებითვის არის განკუთვნილი 500 წლის წინ როგორც ხნავდნენ მიწას და ტესავდნენ ხორბალს, ზუსტად ისევე ხდება დღესაც. არ არსებობს არც ერთი აგრარული ქვეყენა, რომელიც განვითარებულია. ვერ იპოვით რუკაზე ასეთ ქვეყენას. ქვეყნის განვითარება მხოლოდ ინდუსტრიაზეა დამოკიდებული და სოფლის მეურნეობა დანამატია იმისთვის, რომ ინდუსტრიამ დაუბრკოლებლად იმუშაოს.
ჩვენი ქვეყანა ინდუსტირალურიდან აგრარტულად გარდაიქმნა ტრანსნაციონალური კომპანიების "დახმარებით". არ არსებობს ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის შანსი.
ვსიო.
მორჩა კინო.
ყოველწლიურად სულ უკან და უკან მივდივართ და წავალთ. დავეშვებით ლათინური ამერიკის, ან პაკისტან-აფრიკის დონეზე.
აღარ არის აღორძინების შანსი.
არავინ არ დააბანდებს ჩვენში ფულს.
ასეთები იყვნენ კომუნისტები და ჩვენ ხმამაღლა ვუთხარით უარი ამ "საშინელ სენს". ახლა დემოკრატები ვართ და დემოკრატიულად გვხმარობს ჩვენი "პარტნიორი" - აშუშუ.
ჯერ სად არის. ეს ჟურნალია მეორე სერიის წინ. კინო მოგვიანებით იქნება.
ჩვენ გვათქმევინეს, რომ მუშაობა და შრომა მონობაა, ბორჯომი, ღვინო და ციტრუსები შეინახავენ ქვეყანას და ა.შ.
მოგვგლიჯეს და მტრად გადავეკიდეთ ერთად-ერთ ბიზნეს პარტნიორს, კიდევ გავაგრძელო???
ზუსტად იგივე ხდება უკრაინაში. 1300 ობიექტია გატანილი პრივატიზაციაზე. რამდენიმე ათეული ათასი მუშა, ინჟინერი უმიუშევარი დარჩება. გაყიდიან ობიექტებს, მერე დაშლიან და ჯართად ჩააბარებენ, რადგან მათი პროდუქცია რუსეთში იყო მოთხოვნადი, და ახლა რუსეთი მათი პირდაპირი მტერია. იმათაც პირდებიან ევროპულად ცხოვრებას და ხახოლებმაც წამოყარეს ყურები, პირიდან დორბლი ჩამოსდით და იმათაც აქვთ იმედი, რომ უკეთ იცხოვრებენ.
ალილო და ხვალეო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არავის არ ჭირდება ჩვენი ახლაგაზრდობის განათლება, რადგან ეს ახალგაზრდებიც არავის არ ჭირდება. ესაა განათლების სისტემის მუხრუჭი და არა ჩემი, ან თქვენი მიმოწერა.
როდესაც თვითონ განათლების სისტემაც ხედავს, რომ ის არავის არ ჭირდება, ისიც დაბლა სწევს "პლანკას" და რაც უფრო შორს ვართ, მით უფრო დაბლა დაიწევა.
რაც შეეხება გერმაულს - მე გერმანულ განათლებას ჩემეულ, სსრკ-ს განათლებას ვადარებ და ამიტომ არ მომწონს. ჩემტან ოფისში, ერთ ოთახში ვისხედით გერმანელი, შოტლანდიელი, ორი ინგლისელი და სამწუხაროდ მათ თვალებში მე ნაპერწკალი ვერ დავინახე. პირადი და სამსახურებრივი ურთიერთობები მაქვს 1995 წლიდან გერმანულ კომპანიებთან - "ეარ ბერლინი", "ჰაპაგლოიდი", "ლუფტჰანსა", "ლუფტჰანსა ტექნიკი", მათთანაც ვმუშაობდი, ბელგიაში 1 წელი ვიმუშავე "ევროკონტროლში", ნახევარი წელი ვიმუშავე "ევროპის სამოქალაქო ავიაციის უშაფრთხოების" ორგანიზაციაში, კიოლნში და თქვენ წარმოიდგინეთ, ერთეულების გარდა ვერავინ ვნახე, ვინც მეტი იქნებოდა როგორც პროფესიულად, ასევე ზოგადი განათლების დონითაც. მე რიგითი საბჭოთა სკოლა მაქვს დამთავრებული ერთ-ერთ რაიონში. მეტი არაფერი.
დღეს, როდესაც ჩემს შვილებს, რომლების ფასიან სკოლაში სწავლობენ, მათემატიკას, ფიზიკას, ქიმიას ვუხსნი, შოკში ვარ იმ სახელმძღვანელოებით, რომლითაც ასწავლიან. ერთმა მოასწრო და საბჭოთა სახელმძღვანელოებით დაამთავრა (ეს ერთი წლის წინ და იყო სკოლის გადაწყვეტილება), მაგრამ წლევანდლიდან განათლების სამინისტრომ მოითხოვა მხოლოდ ქართული სახელმძღვანელოებით სწავლება. და რაცვ იქ წერია, ალბათ ლიკბეზის დონეს არ აღემატება.
ეს ყველაფერი დასავლეთიდანაა შეკვეთილი, დაფინანსებული.
უვიცი მინისტრების დანიშვნაც იქიდან მოდის.
ამიტომ აქაურობას არაფერი არ ეშველება, თუ რაღაც სასწაული არ მოხდა.
მე პირადად რეალისტი ვარ და სასწაულების არ მჯერა.
თუმცა,.....
ვინც, თქვენსავით შვილებს სახლში ვერ ამეცადინებს, იმათი დაჩლუნგების წინააღმდეგი ვარ მე!
გაუშვან უცხოეთში ახლაგაზრდები. მოაზროვნე და ნიჭიერი იწვალებს ,5 წლიან გზას 10 წელი მოუნდება და მაინც მიაღწევს რამეს.
დანარჩენი, ბოლო პოსტში დაგეთანხმე... პოლიტიკურ ნაწილში განსაკუთრებით. გერმანელებს, თქვენ მე ვერ მასწავლით... ვიცნობ! ...ოღონდ ფული ჩვენც ბლომად შემოგვეჭამა... (მარტო განათლების სამინისტრომ რამდენი ფული შეჭამა ბოლო 20 წელიწადში! ) ...და ვერაფერიც ვერ ავაშენეთ... გერმანელებს თუ ფული მისცეს, ქვეყანა ააშენეს. გამოდის, ჩვენზე უკეთესები ყოფილან!!!
...ოღონდ, მე გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ!
მე არ ვინტერესდები, ვის რა გეგმები აქვს . მე, ჩემი გეგმების მორგებას ვცდილობ მოცემულ რეალობასთან.
ამ ქართველ ბავშვებს, უცხოეთში უკეთესი განვითარების შესაძლებლობები აქვთ,ვიდრე სამშობლოში. ჰოდა, ივანიშვილს თავისმა "გაჭირვებამ" სწორი რამ ათქმევინა... თორემ,მე რა განწყობები მაქვს მის მიმართ, ალბათ გექნებათ წაკითხული.
(ძალიან საპასუხიმგებლო სამსახური მაქვს... ჩემი უბრალო შეცდომა, სხვას ავნებს... )
ჩემს ბავშვებს, სახლში დახმარება არ ჭირდებათ. არანაირი განსაკუთრებული ნიჭიერებით არ გამოირჩევიან. გიმნაზიის ურთულეს პროგრამას თავს ართმევენ სუვერენულად, კარგი ნიშნებით. 2-3 საათში საშინაო დავალებებს ამზადებენ... ლიტერატურას კითხულობენ 3 ენაზე. ეს სკოლის დამსახურებაა და არა ჩემი.
ეს, არის ჩემთვის კარგი განათლების სისტემა. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საქართველოში მცხოვრებ მეგობრებს ვუსმენ... როგორ დარბიან მასწავლებლებში და ხელფასებს როგორ ტოვებენ კერძო რეპეტიტორებთან.
...და კარგად ახერხებს ნასწავლის რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებას,მაგალითად ფიზიკასა და ქიმიაში რა საკითხსაც ისწავლიან... ექსკურსიებს იმის მიხედვით გეგმავენ...
რაც მე კონკრეტულად ვიცი, ურთულესს საკითხებს სწავლობენ. ყოველ შემთხვევაში, მათივე ასაკის ინგლისელმა და ფინელმა ბავშვებმა, ჩვენ ამას ჯერ არ ვ სწავლობთო...
მეტი უკეთესად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მე პედაგოგი არ ვარ და არც არასოდეს ვყოფილვარ. ეს,აქ ვიღაცეებმა შეთხზეს, მეც გავატარე უკომენტაროდ. ისე, აქტიურად ვმონაწილეობ სკოლის ცხოვრებაში... მშობელთა კომიტეტის სახით.
მე, გერმანულ სკოლას მხოლოდ მშობლის პერსპექტივიდან ვაკვირდები და ძალიან კმაყოფილი ვარ.
მე პატარა ქართველი ვარ
კავკასიის მთების შვილი
და განცხრომით სხვაგან ყოფნას
მირჩევნია აქ სიკვდილი.
ქართლ-კახეთი, იმერეთი
გურია და სამეგრელო,
რაჭა ლეჩხუმ ჯავახეთი
და მესხეთი სასახელო,
ხევი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი,
სვანეთი და აფხაზეთი,
ძველი ტაო, იმერხევი,
საინგილო და ლაზეთი,
მთიულეთი საარაკო
და აჭარის ზღვა და მდელო
ყველა ჩემი სამშობლოა -
საყვარელი საქართველო.
ქვეყნის თვალი, ეს ქვეყანა
ღვთისმშობლისა არის წილი;
ბევრ მწარე დღეს მოსწრებია
და უნახავს ბევრიც ტკბილი.
ხან თუ მტერი აოხრებდა
იყო მღვრელი ცრემლის ცხარის,
ბრწყინვალე დროც დადგომია,
დრო დავითის და თამარის!..
მე პატარა ქართველი ვარ,
სახელოვან ერის შვილი
და მსურს მერგოს სასახელო
მე სიცოცხლე და სიკვდილი.
თუ საჭიროდ ჩათვლი ეს ლექსი ასწავლე შვილებს!
ჯერ, სააქაოს ვერაფერი გამიგია, ახლა საიქიოზე არ ვიმტვრიო თავი?!
ჩემი პირადული, საქმისთვის რაც იყო საჭირო, იმდენი დავწერე...
ახლა სერიოზულად...
ადამიანი იბადება ერთხელ და მას,ადამიანური ცხოვრება სურს!
მინდოდა ვყოფილიყავი კარგი შვილი და დედა. ერთსაც ვახერხებ და მეორესაც მეტ-ნაკლებად. საქართველოში, სავარაუდოდ ამის ნახევარს ვერ მოვახერხებდი. ..ოღონდ,ამაზე საუბარი არ იყო არცერთი ჩემი პოსტის მიზანი. მე, სხვა რამეზე ვისაუბრე მაგრამ თუ მაინც იმ აზრზე ხარ, რომ შიმშილში ამაყად სიკვდილი ჯობია, წასვლას და ნულიდან ცხოვრების დაწყებას... ეს, თქვენი აზრია და აქაც არაფერია საკამათო!
თქვენ, ჩემსავით არ უნდა იფიქროთ და პირიქით...
განათლებაც სპეცსამსახურების დიდი ძალისხმევით განადგურდა.
თორემ არაფერი არ სჭირდა მაშინდელ განათლებას დასაწუნი.
გინდა სასწავლო სახელმძღვანელოები, გინდა პროგრამები, გინდა სასწავლო პროცესის ორგანიზება, მასწავლებელთა მომზადება-გადამზადება-კვალიფიკაციის ამაღლება, სასწავლო ლაბორატორიების აღჭურვა და ა.შ. აგერ ერთი "ექსპერტი წერს" - "საგანმანათლებლო დაწესებულებებში არის რბილი ლეიბები, რომლებზეც ბავშვები ხტუნაობენ. ლეიბი რომ ააყირავო, შეიძლება, როგორც დაფა, ისე დადგეს და ბავშვები მასზე წერენ კიდეც. სწორედ ეს არის კრეატიულობა, რომ ერთი საგანი გამოყენებულია ორი ფუნქციით."
ადრე ამას ავლიპთან გაუშვებდნენ.
სწავლაა თუ შაპიტო?
ისე, სხვათა შორის, ცირკის არტისტებისთვისაც მაშინ პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლები მუშაობდნენ.
რა უნდა ითქვას - ქვეყანა აღარ არის და განათლება რომ აღარ იყოს, რა გასაკვირია.
თუმცა სრულად გეთანხმებით ქვეყნის დატოვების საკითხში - ვერ დავტოვე ქვეყანა მეც, თუმცა ბევრისთვის საოცნებო და სანატრელი "გრინ კარტა" გვქონდა მოგებული. რაც წლები გადის და ჩემს შვილებს ვუყურებ, მიუხედავად გაჭირვებისა და არასტაბილურობისა, მაინც სულ უფრო ვრწმუნდები, რომ სწორედ მოვიქეცით. ისინი ჩემები არიან და ქართველები არიან.
ახლა მათ წასვლაც რომ გადაწყვიტონ, ისინი მაინც ქართველებად დარჩებიან და ისე არ წავლენ, რომ აქ არაფერი დატოვონ დასაბრუნებელი (ვიმედოვნებ, რა თქმა უნდა).
შორიდან ვუყურებდი ამ თქვენ კამათს.... მე 100 % ძიას მხარეს ვარ
გახსოვს მე შენთან სუ პავლოვზე და ბერიტაშვილზე ვკამათობდი ხოლმე....და ყოველთვის ხაზს ვუსვავდი ხოლმე პავლოვის(გარემოს) ძალის მნიშვნელობას, მით უმეტეს დღევანდელ საქართველოში
ყოველთვის ვამტკიცებდი და ვამბობდი რომ ეს ყველაფერი საქართველოში (მათ შორის განათლებაშიც) მიზანმიმართულად, მიზანმიმართულად ხდება..... რომ ბოლომდე დაიქცეს და განადგურდეს საქართველოში ყველაფერი, რაც კიდევ დასანგრევი შემორჩა მეთქი
ტურიზმის გარდა მაგათ ჩვენგან არაფერი არ სჭირდებათ, ... ტურიზმისა, რომ კარგად მოვემსახუროთ --გამოვბანოთ ჩვენთან ჩამოსულ ,,მაღალი დონის რასის,, ხალხს...სულ ესა მათი ჩვენდამი დამოკიდებულების ნამდვილი არსი. გვექცევიან კიდეც შესაბამისად .
მაგათ ჩვენი არც განათლება აინტერესებთ, არც მრეწველობა და არც სოფლის მეურნეობა. პირიქით რაც უფრო გაუნათლებელი მათხოვრები ვიქნებით მაგათ ის უნდათ ჩვენგან..
.აქ თვითონ შენი მოყოლილია ეს ამბავი -- ერთი აქედან ჩამოსული გაჭირვებული ქართველი ბავშვი, (მგონი ლტოლვილი ) გერმანულის სრულიად არ მცოდნე, როგორ გახდა მანდ გერმანულ სკოლაში, ცოტა ხანში მოწინავე მოსწავლე ...მაშინ მაგ ამბავს შენ დიდი სამაყით გვიყვებოდი და ამბობდი --- აი ქართველები როგორი ნიჭიერი ხალხი ვააართო, ანუ ჩვენ განათლების სისტემას საქართველოში პატრონი რომ ყავდეს, მანდაც ნორმალურ განათლებას მიიღებდნენ ჩვენი ბავშვებიო...დაახლოებით ესე მახსოვს ის შენი მოყოლილი ამბავი
,,ბრმა რასა ჩივის და ორთავ თვალებსაო,, ------აი ჩვენც ზუსტად მაგას ვჩივივართ რომ ამ ჩვენ განათლების სისტემას(რაცაა შემორჩენილი)იმასაც
მიზანმიმართულად გვინგრევენ, მიზანმიმართულად, რომ უკვე წერა კითხვაც კი დაგვავიწყონ და ბოლომდე მიგვიყვანონ მათთვის საჭირო კონდეციამდე.
თორემ ქართველ;ი განათლებით ყოველთვის ყველაზე მაგარი იყო.....(დღევანდელს არ ვამბობ)
გახსოოვს სააკშვილმა ფიზიკა ქიმია ბიოლოგია რომ გააუქმააააა??
როგორ გგონია ის ამბავი, ჩვენ განათლების სამინისტროს დამოუკიდებლად მოუვიდაა თავში? .
არც კიდევ განათლება არა მგონია, ჩვენი მრეწველობის, და სოფლის მეურნეობის გაუქმების მიზეზი
სერაფინა მოკლედ ბევრი გვაქვს ამ თემებზე ჩვენ ნასაუბრებ--ნაკამათარი. ისიც იცი რომ ქართველს არ ვამართლებ, მაგრამ ჩვენი დღევანდელი
მდგომარეობის ავტორ შემოქმედები სხვები არიან სხვები.... მუსიკას სხვები უკვეთამენ. ქართველი ადამიანი უკვე ინსტიქტების დონეზე დაიყვანეს, ინსტიქტების დონეზე.......ირგვლივ ისეთი გარემოა შექმნილი, რომ ადამიანი უკვე ცხოველის დონეზე დაიყვანეს ----- .რა მორალი, რა ზნეობა, რა განათლება, რა მრეწველობა, რა ფიზიკა-- ქიმია...ადამიანი გადარჩენაზეა გადარჩენაზე, შენ კიდევ ინდუსტრიაო--- 16 წელია დედას გტირობენ 16 წელი, რომელ განათლებაზეღააა ლაპარაკი??
აგე უკრაინასაც რა უშვრებიან ..(ისე შენ ყველაფერს რუსულ პროპაგანდას ნუ აბრალებ)....46 მილიონიდან უკვე 13 მილიონი გავიდა მოსახლეობაო(წუხელ
ვიღაც უკრაინელი ყვებოდა ტელევიზორში )...იქაც ,,ჩვენეული,,სქემით მიდის ყველაფრის დანგრევა განადგურება.
..ხოოდა 16 წლის მერე ვნახოთ უკრაინიდან რაღა დარჩება
ზემოთ ინდუსტრია ახსენეთ....... უკრაინის ინდუსტრია(მრეწველობა) ევროპაში პირველი იყო......... ეხლა??
მოკლედ პავლოვის(გარემოს) შემომქმედები არიან ყველაფრის თავიც და ბოლოც...
ამ თემებზე ჩვენ იმდენი გვაქვს ნალაპარაკები, რომ შენი პასუხები წინასწარ დააახლოებით ვიცი, მაგრამ ,,ჩემი მხრიდანაც,, შეხედე პრობლემებს, (ხანდისხან აკეთებ ხოლმე მასეც)
მეტყვი ------ რაღამც იქცევა ქვეყანა და ხედავს რომ იქცევა, ადგეს და თვითონ გაატოკოს ხელი მდგომარეობიდან რომ გამოვიდეთ, ვის ელოდებაო
გეთანხმები ..... მაგრამ თუ მთლიანად ქვეყანაში არ შეიცვალა სიტუაცია, მაგას ერთი ორი კაცი ვერ გამოასწორებს....მაგას ლიდერი უნდა, ლიდერი (და არა ბელადი) რომელიც პირადულს გვერდზე გადადებს, ხალხს შემოულაწუნებს, ხალხს გამოაფხიზლებს, ხალხს აიყოლებს და მასთან ერთად ქართულ საქმესაც გააკეთებს
მოკლედ ჩაკეტილი წრეა,..... ანუ ლავუაზიეს კანონია