23 წლის მოდელმა ჰეილი ბოლდვინმა ბრიტანულ ვოგთან სელენა გომეზის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის საკუთარი ქორწილით ძალიან ბედნიერი იყო და არ აპირებდა სელენაზე რამის თქმას.
უთანხმოებას და დაპირისპირებას კი საზოგადოებას აბრალებს, რადგან სოციალური ქსელი ტოქსიკურია.
ნეგატიური კომენტარების გამო ისეთი წარმოდგენა ჩნდებოდა, თითქოს ისინი ერთმანეთს ვერ იტანდნენ, ან უბრალოდ ერთმანეთზე ცუდი ინფორმაციის გავრცელება უნდოდათ, ეს კი სიმართლეს არ შეესაბამება.