ევროკავშირში 2020 წლიდან ავტოგამონაბოლქვზე რეგულირება მკაცრდება

ევროკავშირში 2020 წლიდან ავტოგამონაბოლქვზე რეგულირება მკაცრდება

2020 წლის 1 იანვრიდან ევროკავშირში ავტომანქანების მწარმოებელი კომპანიებითვის საქმიანობის მარეგულირებელი ახალი წესები ამოქმედდება, წერს Euronews.

კერძოდ, ავტომობილებმა 1 კილომეტრის გავლისას გამონაბოლქვში 95 გრამ ნახშირორჟანგზე მეტი არ უნდა გამოყონ. თუ ავტომწარმოებლები ამ წესებს არ დაემორჩილებიან სოლიდური ჯარიმების გადახდა მოუწევთ.

გამოცემის ცნობით, ავტოინდუსტრიის რეგულირების ახალი წესები, შესაძლოა კომპანიებში მუშახელის შემცირების მიზეზი გახდეს. ავტომწარმოებელმა Aუდი-მ უკვე განაცხადა, რომ ხუთი წლის განმავლობაში გერმანიაში 9 500 თანამშრომელს შეამცირებს.

ავტომწარმოებლები აცხადებენ, რომ ახალი რეგულაცია მათ უბიძგებს ელექტრომობილების და ახალი ტექნოლოგიების წარმოებაში €6 მილიარდის ინვესტიცია ჩადონ.

2020 წლიდან გერმანია გეგმავს ელექტრომობილების წარმოების სუბსიდირებას. ბაზრის მკვლევარები ავტობაზარზე მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ელიან. მათი პროგნოზით 2015 წლიდან ბაზარზე ალტერნატიული ძრავით, მხოლოდ ავტომობილების 10,2% იმუშავებს. 2030 წლისთვის ეს ციფრი კიდევ 5%-ით გაიზრდება.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ცვლილებები ევროპაზე დადებითად იმოქმედებს და ევროკავშირის ქვეყნების გადაწყვეტილებას სხვა სახელმწიფოებმაც უნდა მიბაძონ.