ჭიჭინაძე:  “კოლექტიური ზარდიაშვილები“ “ოცნებაში“ რამის სიმყარეზე არ უნდა საუბრობდნენ

ჭიჭინაძე:  “კოლექტიური ზარდიაშვილები“ “ოცნებაში“ რამის სიმყარეზე არ უნდა საუბრობდნენ

როგორ შეიძლება, დღეს „ქართულ ოცნებაში“ რამის სიმყარეზე, ან რამის მდგრადობაზე საუბრობდნენ?! მით უმეტეს სპიკერებად მოვლენილი „კოლექტიური ზარდიაშვილები“, - ამის შესახებ დეპუტატი დავით ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში წერს.


„ჩამოიქცა, დაინგრა ქვეყანა. ინფლაციას მიაქვს ყველაფერი, ხალხი გაღატაკდა... და ესენი მყარად რაში არიან ვერ გავიგე, თავის სავარძლებში სხედან მყარად? ესეც ეჩვენებათ მე მგონი, რადგან ხვალ იმ სავარძლებსაც დაკარგავენ და ქუჩაშიც ვეღარ გამოვლენ ესეთი საქციელით.


ერთ-ერთ დეპუტატს, უმრავლესობიდან, ისიც წამოსცდა, რომ ვადამდელი არჩევნები შეიძლება იყოსო და თუ ეს მართლა აქვთ გეგმაში, ვაფრთხილებ „ქართულ ოცნებას“, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოიწვევს აბსოლუტურად არალეგიტიმურობას იმ შედეგისას, რომელიც დადგება, რადგან ის არ იქნება იმ საარჩევნო სისტემით ჩატარებული, რასაც ხალხს დაპირდნენ. ამიტომ რევოლუცია გარანტირებული ექნებათ მეორე დღესვე, რადგან არავინ არ უღიარებთ მათ შედეგს. ეს კი, საკმაოდ ძვირი დაუჯდება როგორც ქვეყანას, ისე მოსახლეობას და ამას არავინ აპატიებს.


ბოლო დროინდელი უმრავლესობის შეხვედრები და ვითომ დაძაბული საუბრები კი, უკვე მართლა უნიჭო სპექტაკლებს დაემსგავსა და მსახიობები მაინც შეცვალონ. ან საერთოდ ვის დაკარგვიან ეს ვითომ ამბოხებული დეუტატები? ვინ დაიჯერებს, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილს რამეს გაუბედავენ? ანუ, ამ სპექტაკლს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - რაც ხალხი მოატყუეს, ის გადაფარონ და „გააპრავონ“. რეალურად კი, მხოლოდ ძალაუფლებაში დარჩენა უნდათ და ამის გამო მიდიან ამ დაძაბულობაზე. მოკლედ, რეალობას აცდენილი „ოცნება“ ხიფათად იქცა ქვეყნისთვის“, - წერს ჭიჭინაძე.

სოციალისტი ბატონო დავით, წაბრძანდი სადმე, გაცდი თბილისს ასე 60 კილომეტრით მაინც და ხალხს, უბრალო ხალხს კითხე პროპორციული არჩევნები უნდა თუ მაჟორიტარული?! მერე, ამ მაჟორიტარებს დადგმულ სპექტაკლში მონაწილე ტიკინებად უაპელაციოდ რომ რაცხავ, ეს რა კაცობაა, რა მოქმედებაა ვერ გავიგე?! სადმე აზროვნების პატარა ხვეულშიც ვერ გაივლე ეჭვი, რომ ეს მაჟორიტარებიც კაცებია, სამშობლო უყვართ, თავისი შეხედულება და მრწამსი გააჩნიათ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და ბრმად არ ემორჩილებიან ბოკერია სააკაშვილის სცენარს! რა ვიცი აქედან, პროვინციიდან სულ სხვანაირად ჩანს თქვენი საქციელი?!
1 თვის უკან