ვიქტორია ბექჰემის ბიზნესი კრიზისშია. ცნობილი დიზაინერის მოგებამ საკუთარი ბრენდისგან საგრძნობლად იკლო და როგორც აღმოჩნდა, მას 12 მილიონი £-ის ზარალი მოუტანა. შესაძლოა, ეს ყველაფერი ცუდი მენეჯმენტის ან იმ სტანდარტების გამოა, რომლებსაც ვიქტორია ქალბატონებს უყენებს, მაგრამ ამის მიუხედავად, ის დანებებას არ აპირებს.
დიზაინერმა გადაწყვიტა ამ ყველაფრის საპასუხოდ საკუთარი ისედაც ძვირადღირებულ კოლექციებისთვის უფრო მეტი ღირებულება მიენიჭებინა. ამჯერად მან 2020 წლის კოლექცია წარმოადგინა.
ფასებს თუ გადავხედავთ, ვხვდებით საიდან გამომდინარეობს ეს ყველაფერი. მის მიერ შექმნილი მაისურების ფასი 400 ფუნტი სტერლინგიდან იწყება.