ყოფილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი მართვის მოწმობის აღდგენიდან რამდენიმე კვირაში კვლავ სკანდალში გაეხვა.
როგორც პაპარაცების მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, 44 წლის ფეხბურთელმა ავტომობილი მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში გააჩერა, დაახლოებით 20 წუთი ჩართული ძრავით იდგა და მობილური ტელეფონით სარგებლობდა.
Daily Mail-ის ცნობით, ინციდენტი 28 ნოემბერს ლონდონში, სამხრეთ კენსინგტონის რაიონში მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, ბექჰემის ავტომობილმა გზაზე პრობლემები შექმნა, ვინაიდან სხვა სატრანსპორტო საშუალებებს მისთვის გვერდის ავლა უწევდა.