"ზალცბურგის" 19 წლის ნორვეგიელმა შემტევმა ერლინგ ჰოლანდმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა კლუბი შეიცვალოს, აღნიშნულ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "დორტმუნდი" მზადაა ჰოლანდში 20 მილიონი ევრო გადაიხადოს, წყაროს ცნობით გერმანულ კლუბმა ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო.
ჰოლანდს ავსტრიულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.
მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა 19 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა.