ტრამპი: აშშ ირანში პროტესტის მონაწილეთა გვერდით დგას

ტრამპი: აშშ ირანში პროტესტის მონაწილეთა გვერდით დგას

აშშ-ის პრეზიდენტი თეირანს აკრიტიკებს. დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ პროტესტის მონაწილეთა გვერდით დგას.

ამასთან დაკავშირებით ტრამპმა თეთრ სახლში გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

დღესვე სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ თეირანში რეჟიმმა ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ზუსტი რაოდენობის დასახელება უჭირთ, რადგან „ირანი ინფორმაციას ბლოკავს“.

გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილთა შორის ბავშვებიც არიან. Amnesty International-მა ორშაბათს პროტესტის სულ მცირე 208 მონაწილის გარდაცვალების შესახებ განაცხადა.

Reuters-ის წერს, რომ თეირანის სულიერი ლიდერები არეულობაში დევნილობაში მყოფ ოპონენტებს და მთავარ უცხოელ მტრებს-აშშ-ს, ისრაელსა და საუდის არაბეთს ადანაშაულებენ.

ირანში საპროტესტო აქციების მიზეზი ბენზინზე ფასების 50%-იდან 100%-მდე ზრდა გახდა. ქვეყნის რამდენიმე რეგიონში სპონტანურად დაწყებული აქციები სწრაფად გადაიზარდა არეულობებში. აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ათეული მაღაზია და ბანკის შენობა დაარბიეს.