კემბრიჯის ჰერცოგინიამ ქეით მიდლტონმა და სასექსის ჰერცოგინიამ მეგან მარკლმა 80-იანი წლების ტრენდები მოდაში დააბრუნეს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ქეით მიდლტონი და მეგან მარკლი ხშირად ჩნდებიან საზოგადოებაში ზედატანით, რომელსაც ყელთან ბაფთა აქვს შეკრული. ასეთი სტილით გასული საუკუნის ბოლოს გამოირჩეოდნენ იორკის პრინცესა ბეატრისი და ესპანეთის დედოფალი ლეტისია.
გამოცემა წერს, რომ სასექსის და კემბრიჯის ჰერცოგინიების ასეთი სტილი შესაძლოა ასევე იყოს პრინცესა დიანას მიმართ გამოხატული პატივისცემა, რადგან ისიც ხშირად ჩნდებოდა პრინც ჩარლზთან ერთად ყელთან შეკრული ბაფთიანი სამოსით.