40 წელზე მეტი ხნის შემდეგ, მწერალმა მილან კუნდერამ ჩეხეთის მოქალაქეობა დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
საფრანგეთში ჩეხეთის ელჩმა მედიასთან განაცხადა, რომ ის ესტუმრა 90 წლის მწერალს პარიზში მდებარე სახლში და მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობა პირადად გადასცა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, სიმბოლური ჟესტი - ჩეხეთის რესპუბლიკის უდიდესი მწერლის სიმბოლური დაბრუნება“, - განაცხადა ელჩმა.
მილან კუნდერამ ჩეხეთი 1968 წლის პრაღის გაზაფხულის შემდეგ დატოვა და საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა.