გამოცემა „Rolling Stone”-ს ინფორმაციით, ჯგუფი „Oasis”-ის ყოფილი წევრი ლიამ გალაჰერი ახალ ალბომზე მუშაობას იწყებს.
მუსიკოსი და მისი ამჟამინდელი ჯგუფი „Beady Eye” ხმის ჩამწერ სტუდიაში უკვე განმარტოვდა. ახალი დისკის პროდიუსერი დევიდ სიტეკი იქნება.
სიტეკი თავის დროზე ჯგუფებთან „Yeah Yeah Yeahs” და „Foals” თანამშრომლობდა. საინტერესოა, რომ თავის დროზე ბატონმა დევიდმა დიდ სცენაზე პოპულარული კინომსახიობი სკარლეტ იოჰანსენიც გამოიყვანა.
ლიამ გალაჰერის ინფორმაციით, ახალი ალბომის სახელწოდება ჯერ არ მოუფიქრებია. ცნობილია რომ ეს ნამუშევარი დღის სინათლეს სავარაუდოდ 2013 წლის სექტემბერში იხილავს.