რას მოუტანს ხელისუფლებას რკინის ჯებირებით პარლემენტის შენობის ჩახერგვა და იზოლაცია?! ჯერ კიდევ სექტემბერში განვითარებული მოვლენები იმის თქმის საშუალებას იძლეოდა, თითქოს ხელისუფლება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა. გახარიას გაპრემიერება სხვა არაფერი იყო, თუ არა ბიძინა ივანიშვილის გათვლა, რომ პოლიტიკური სპექტრის პოლარიზაცია მოხდებოდა და ვადამდელი არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ჩატარდებოდა. თუკი ვადამდელი არჩევნები დაინიშნებოდა, მაშინ მმართველ გუნდს აღარ მოუწევდა პროპორციული სისტემის უკან წაღება და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე სიტყვის გამტეხის სახელის დამკვიდრება. თუმცა სექტემბრის ნაცვლად, მოვლენები ნოემბერში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ხელისუფლებამ პროპორციული სისტემის უკან წაღება გადაწყვიტა.
ფრაქცია „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ ივანიშვილის ხელისუფლება დამთავრდა, მაგრამ ივანიშვილი მაინც შეეცდება ბოლო შანსის გამოყენებას. კერძოდ, მისი ბოლო შანსი იქნება რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მანამ, სანამ არსებობს მაჟორიტარული სისტემა. ამდენად, რომან გოცირიძის თქმით, ახლა ივანიშვილი დაიწყებს ინტრიგების ხლართვას, რათა ბოლო გაბრძოლების ხერხს მიმართოს და როგორმე ჩაატაროს ვადამდელი, ოღონდ მაჟორიტარული არჩევნები.
ხელისუფლებისგან განსხვავებით, მაჟორიტარულ არჩევნებს არ თანხმდება ოპოზიცია და ანტისამთავრობო მიტინგზე გამოსული ადამიანები ვადამდელ, ოღონდ პროპორციული არჩევნების ჩატარებას დაჟინებით ითხოვენ.
ჩატარდება თუ არა ვადამდელი არჩევნები?!
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება დამოკიდებული იქნება იმაზე, საპროტესტო აქციებს მოჰყვება თუ არა ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა. ასევე, ეს დამოკიდებულია ხელისუფლების ფატალურ შეცდომებზე. თუ მმართველი გუნდი მძიმე შეცდომებს დაუშვებს, მაშინ საჭირო გახდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
„ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ ორ ვარიანტში: პირველი, რევოლუციის დროს, თუკი ხელისუფლებას დაამხობენ არაკონსტიტუციური გზით და ასეთ დროს ბუნებრივად დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. მეორე ვარიანტია, თუკი კონსტიტუციური მექანიზმებით მოხდება ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, ანუ „ქართული ოცნება“ დაკარგავს უმრავლესობას, ან მთავრობა გადადგება, ან ბიუჯეტი არ დამტკიცდება და პრეზიდენტი იძულებული გახდება, დაითხოვოს პარლამენტი. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვადამდელის დანიშვნის ორი ვარიანტი არსებობს - კონსტიტუციური და არაკონსტიტუციური“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ დღეს სიტუაცია იმდენად ბუნდოვანი და ბურუსით მოცულია, რომ ვერავინ მოგვცემს ფუტუროლოგიურ პროგნოზსაც კი, დაინიშნება თუ არა ვადამდელი არჩევნები.
„პროპორციული ნულოვანი ბარიერის შემოღება პოლიტიკური შეცდომა იყო. 1992 წელს ჩვენ გავიარეთ ეს პროცესი. 1992 წლის არჩევნები, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის პერიოდს დაემთხვა, სწორედ ნულოვანი ბარიერით ჩატარდა. იმ პერიოდში 50 პარტია იყო საქართველოში, შესაბამისად, 50-ივე პარტიის წარმომადგენლები შევიდნენ პარლამენტში და ერთი წლის განმავლობაში მაშინდელმა პარლამენტმა ვერ შეძლო სახელმწიფო საბჭოს მიერ დანიშნული მთავრობის თუნდაც შეცვლაც კი. თენგიზ სიგუა, რომელიც სახელმწიფო საბჭოს მიერ იყო დანიშნული, ახალი პარლამენტის პერიოდშიც ასრულებდა მოვალეობას. ერთი წლის შემდეგ შევარდნაძემ მაინც შეძლო, შეაკოწიწა უმრავლესობა - ბლოკი „მშვიდობა“, რაღაცნაირად მოახერხა მთავრობის დაკომპლექტება და ერთი წლის მერე ჩვენ უკვე გვყავდა ახალი პარლამენტის მიერ დანიშნული ოთარ ფაცაციას მთავრობა. შევარდაძის ქარიზმატული ფიგურა რომ არა, ჩვენ მივიღებდით კლასიკურ საპარლამენტო კრიზისს, საპარლამენტო კრიზისის საშიშროება ჩვენს პირობებში არსებობდა. რაც შეეხება დღევანდელობას, დღესაც პროპორციული სისტემით ვინც შევიდოდა პარლამენტში, გამორჩეული ლიდერი მათ ნამდვილად არ ეყოლებოდათ. ერთადერთი გამონაკლისი იქნებოდა, თუკი თვითონ ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგებოდა „ქართულ ოცნებას“ სათავეში, შევიდოდა პარლამენტში, გახდებოდა პარლამენტის თავმჯდომარე. მხოლოდ ივანიშვილი თუ შეძლებდა კონსენსუსის მიღწევას, მაგრამ ეჭვი მეპარება ბიძინა ივანიშვილს აეღო პასუხისმგებლობა და გამხდარიყო პარლამენტის თავმჯდომარე“,-აცხადებს ვახტანგ მაისაია და მიიჩნევს, რომ ზემოთქმულის მიუხედავად, თუკი პროპორციული სისტემის შესახებ დაპირებას იძლევი, გინდა თუ არა, ეს დაპირება უნდა შეასრულო.
ანალიტიკოსის აზრით, შესაძლოა, კულუარებში ბიძინა ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ პროპორციული სისტემა უნდა ჩავარდნილიყო, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ბიძინას ამის გამო ხინჯი დარჩებოდა.
„ჩემი აზრით, ვადამდელი არჩევნები არ იქნება, რადგან გაერთიანებულ ოპოზიციას არ გააჩნია მხარდაჭერა და ძირითადად ემყარება „ნაცმოძრაობის“ ელექტორატს. ის ჩუმი ელექტორატი კი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერდა და ახლა მხარს არ უჭერს, „ოცნების“ წინააღმდეგ არ გამოდის და ნეიტრალურ სიტუაციაშია. ნეიტრალური ადამიანები გაერთიანებულ ოპოზიციას თავს არ გამოაყენებინებენ მერკანტილური ინტერესებისთვის. ჩვენმა ელექტორატმა ძალიან კარგად იცის, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში მყოფი ორი ძალა-„ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ძალიან ცუდი ისტორიაა. შესაბამისად, მათ მიერ წამოყენებული ვადამდელი არჩევნები არ შედგება“.
ექსპერტი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება დამოკიდებულია ზეწოლის ხარისხზე და იმაზეც, რამდენად გონივრულ პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამენ ოპოზიციაში მყოფი ძალები.
„ვინმეს დემონიზირება კონტრპროდუქტიულია. ეს არ არის „ნაცმოძრაობის“ პროტესტი, ხელისუფლების მიმართ საზოგადოებრივი განწყობები ძალიან ცუდია და ეს განწყობები არ გაუმჯობესდება. ვცდილობ, თვალყური ვადევნო, იქნებ, ხელისუფლებამ რაღაც საიმედო, გონივრული ნაბიჯი გადადგას, მაგრამ არაფერი. ალბათ, ხელისუფლებას იმედი აქვს, კონფრონტაციაზე თუ წავა, მოიგებს. შემიძლია გარანტირებულად გითხრათ, რომ ხელისუფლება კონფრონტაციით წააგებს“.
ხალხი, კანონებს არ ქმნისთქო როდის გეუბნებოდი (თ)?!
ახლა თუ შეეძლო ივანიშვილს, დასავლეთის გადაგდება, მაშინ რატომ არ შეეძლო 2012-ში?!,
(ოქროს კოშკებს რომ დაჰპირდნენ ხალხს,..კალაძე, ძიძიგური და კიდევ რამდენი ასეთი, რას ეუბნებოდნენ ხალხს წინასაარჩევნოდ, აბა იუთუბში ნახე, თუ აღარ გახსოვს!
ტყუილი არ უნდა აკადრო თავს!( ...და პოლიტიკაში მოსულაო არ დაიწყოთ ახლა ასეთები... კი, პოლიტიკაში ტყუილი არავის უკვირს,მაგრამ ისინი პოლიტიკოსები არიან,ქვეყნის მართვაზე და გლობალურ სისტემაში ფუნქციონირებადი რგოლი რომ იყვნენ,იმაზე მუშაობენ). ...ხოლო, თუ სამშობლოზე, ხალხზე, მათ გაჭირვებაზე აპელირებ, 7 წლის მერე ეუბნები ხალხს, ეს სოფელი ვერ აშენდებაო?! სიტყვა სამშობლოს ხსენება და ტყუილები ამის შემდეგ, სირცხვილია,ძალიან სირცხვილია!
რაც არ პრავდება, ნუ აპრავებთ რა!
მე, ბევრისგან განსხვავებით, ევროპაში ლეგალურად სამუშაოდ წასვლა, სწორი გამოსავალი მგონია,ამ მოცემულობიტ რაც გვაქვს... ოღონდ, ეს თავიდან ეთქვათ/ ექნათ ასე. ამდენი წელი ამას ფიქრობდნენ?
პიტერ ლორენსი - დემოკრატიის მთავარი ნაკლი ის არის, რომ მხოლოდ იმ პარტიამ იცის როგორ უნდა მართოს ქვეყანა, რომელიც არ არის ხელისუფლებაში! !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ამას არ დასჯერდენენ, იდებატეს, იჭუკჭუკეს და ახლა უკვირთ ამათი მოწყობილი სპექტაკლები?!
ბოკერია-ჩერგოლეიშვილი არაფერს კარგავს მანდ დგომით, ყველა ვარიანტში მოგებული დარჩებიან... ხალხი დაიღალა, თაობების მომავალი შეეწირა ამ პოლიტიკურ იწილო-ბიწილოს. ხალხს ფუნქციონირებადი სახელმწიფო უნდა და არა თეატრალური წარმოდგენები პარლამენტში, თუ პარლამენტს გარეთ!!!
მმართველი პარტიის პასუხისმგებლობა სადაა ?!
ქირურგი თუ არ ხარ, კაცი არ უნდა გაჭრა, არა!
მანიაკმა, შენ ჩემი იკითხე, მარტო რომ უნდა გამოვიდე ამ ტყიდანო!
ისა და... იხტიბარს არ იტეხსო, ვინმეზე რომ ამბობენ…( კონკრეტულად კი არავის ვგულისხმობ…) ამ გამოთქმის ეტიმოლოგია, კი არის საინტერესო. "იხტიბარი" არ გავს ქართულს ისე...