არგენტინის ნაკრებისა და „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი დღეს პარიზში მეექვსე „ოქროს ბურთს“ მიიღებს. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს.
მედიაში გავრცელდა ფოტო, რომელზეც, სავარაუდოდ, „ოქროს ბურთის“ მფლობელის გამოსავლენად ჩატარებული ხმის მიცემის შედეგებია ასახული. არსებული ინფორმაციით, მეორე ადგილზე „ლივერპულის“ ნიდერლანდელი მცველი ვირჯილ ვან დეიკი, მესამეზე კი „იუვენტუსის“ პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ გავიდა.
32 წლის ლიონელ მესის კარიერაში „ოქროს ბურთი“ ხუთჯერ (2009, 2010, 2011, 2012, 2015) აქვს მიღებული. 5 „ოქროს ბურთი“ აქვს მიღებული რონალდუსაც. მიმდინარე წელს მესიმ „ოქროც ბუცი“ მოიგო, შემდეგ კი FIFA-ს ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.