„ქართული ოცნება“ გვეუბნება, თემა დავხურეთო... საერთაშორისო პრესას გადახედონ, რას წერენ, ელჩებს მოუსმინონ“...

„ქართული ოცნება“ გვეუბნება, თემა დავხურეთო... საერთაშორისო პრესას გადახედონ, რას წერენ, ელჩებს მოუსმინონ“...

დაიმსახურა თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ ის პროცესები, რაც რუსთაველზე მიმდინარეობს?! საზოგადოების ნაწილს უჩნდება კითხვები, არის თუ არა ეს მოვლენები იმ „შემწყნარებლობის“ ლოგიკური გაგრძელება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოიჩინა 9-წლიანი რეჟიმის ავტორთა მიმართ, როცა დაივიწყა საზოგადოების დაკვეთა სამართლიანობის აღდგენის შესახებ? როცა მოვლენები „ნაცების“ სასარგებლოდ მიუშვა და მათ დართო ნება, კვლავაც პოლიტიკური ამინდი შეექმნათ საქართველოში? როცა ჩამოიშორა ყველა ძალა, ვისაც კი ქართულ პოლიტიკაში შემოსვლის სურვილი გაუჩნდა?! ამის შესახებ For.ge „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერ დავით ზურაბიშვილს ესაუბრა.

დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილისთვისნაციონალურ მოძრაობასთანერთად თავისუფლებისთვის ბრძოლა ანომალიაა და არც მალავს, რომ მათთან ერთად ვერასდროს დადგება. თუმცა გოგიჩაიშვილსქართული ოცნებისმიმართაც უჩნდება კითხვები, რადგან ამასაც მოხერება უნდა, რომ აკო მინაშვილისა და გოკა გაბაშვილისგან თავი დაიცვა, რომ ყველა პროკურორი და მოსამართლე გადმოიბარონაცებისგანდა გააჩერო ეს ქვეყანა ორპოლუსიან სივრცეში. ეს დამსახურებული, თუ დაუმსახურებელი პროცესებიაოცნებისმიმართ?

- „ნაციონალების“ გასამართლება, ჩემი აზრით, არასწორია, უნდა გასამართლდნენ ის წარმომადგენლები, ვისაც დანაშაული აქვთ ჩადენილი და ეს არ უნდა იყოს პოლიტიკურად მოტივირებული. „ნაციონალი“ იმიტომ კი არ უნდა გავასამართლოთ, რომ ის „ნაციონალია“ და არ მოგვწონს, არამედ, თუ მას აქვს კონკრეტული დანაშაული ჩადენილი.

რა თქმა უნდა, ეს კონკრეტულ დამნაშავეებს ეხებათ.

- თუ ვინმე გასასამართლებელი იყო, ხელისუფლებას უნდა გაესამართლებინა აქამდეც და არიან კიდეც ვიღაცები გასამართლებულნი, მაგრამ ამის ნაცვლად „ქართული ოცნება“ ძირითადად ეწევა სიძულვილის კულტივირებას, მუდმივად აპელირებს „ნაცმოძრაობით“, შუღლის გასაღვივებლად ხარჯავს მთელ თავის პროპაგანდისტულ რესურსს. კონკრეტულად რაც რუსთაველზე ხდება, ეს არა მარტო დაიმსახურა ამ ხელისუფლებამ, არამედ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შექმნა ასეთი სიტუაცია, როდესაც მათ უარი თქვეს პირვანდელი ნათქვამის შესრულებაზე, რასაც დაჰპირდნენ ქვეყანას, საერთაშორისო საზოგადოებას, ოპოზიციას, თავის მომხრეებსაც კი.

ბიძინა ივანიშვილმა საზეიმოდ თავად გამოგვიცხადა, პროპორციული არჩევნების ჩატარება 2020 წლისთვის, ამის შემდეგ ჩვენმა პოლიტიკოსებმა დაიწყეს მუშაობა, ლოპოტას ტბაზე პარტიებთან შეკრება იმართებოდა, დეტალები ზუსტდებოდა, მოკლედ, ეს ყველაფერი ხელისუფლებამ წარმოადგინა როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით, როგორც გადაწყვეტილი საკითხი. თუმცა ამას მოჰყვა ძალიან უნიჭო და მდარე სპექტაკლი, რასაც ერქვა ვითომც მაჟორიტარების აჯანყება, რაც იმხელა აბსურდი იყო, არავინ დაიჯერა.

თავიდან ისიც არავინ დაიჯერა, რომ „ქართული ოცნება“ პროპორციული არჩევნების ჩატარებას გადათქვამდა. სპეციალურად ამ კანონპოროექტის ჩაგდებას მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის ფარისევლური განცხადება, თითქოს ის ძალიან წუხდა ამაზე, მაგრამ თემა დაიხურა. როგორც ჩანს, რახან ივანიშვილი წუხდა ამაზე, თემა დახურეს და სხვა ვარიანტი არც განიხილეს. ცხადია, ეს მძაფრ პროტესტს გამოიწვევდა ქვეყანაში და ასეც მოხდა. ასე თავხედურად, უსინდისოდ მოქცევა არ შეიძლება, ყველაფრის დარღვევაა, როდესაც ხელისუფლება ასე გადაგაგდებს. აქ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ამას „ნაცმოძრაობა“ გააპროტესტებს, ალეკო ელისაშვილი, თუ დათო უსუფაშვილი. ისეთი ადამიანები დგანან ამ აქციებზე ერთმანეთის გვერდით, რომ საერთოდ ვერ ვიფიქრებდით. მთელი საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი დაინტერესებულია პროპორციული არჩევნების ჩატარებით. პროპორციული არჩევნები იურიდიულ კაზუისტიკაზე გართულება კი არ არის, არამედ ეს ნიშნავს, რომ, ვისაც რამდენი მხარდამჭერი ჰყავს, იმის ტოლფარდად ჰყავდეს წარმომადგენელი პარლამენტში. თუ „ქართულ ოცნებას“ მეტი მხარდამჭერი ეყოლება, ეს ხალხის არჩევანი იქნება და არა ისე, ახლა 40%-ს რომ იღებს და რეალურად მანდატების 80%-ს ფლობს.

როგორც ჩანს, ოპოზიციის ტაქტიკაა, დაღალოს ხელისუფლება, ან აიძულოს იგი, განმეორებითი შეცდომები დაუშვას. როგორ გგონიათ, ოპოზიციის გათვლა ასეთია, რომ, რაც უფრო მეტად გაიწელება დროში ეს პროტესტი, ბოქლომები, პიკეტირება, ხელისუფლება უფრო მეტ შეცდომას დაუშვებს?

- ასეთი ტიპის აქციებით ხელისუფლება არ შეიცვლება. ცხადია, ჩვენ ვიცით, რომ პიკეტირების გამო ხელისუფლება მეორე დღესვე არ წავა. უბრალოდ, ხელისუფლებაზე ზეწოლის მკვეთრი და რადიკალური მეთოდები სამოქალაქო პროტესტის მიღებული ფორმაა. რა თქმა უნდა, ამით არ შემოიფარგლება პროტესტი და კიდევ მრავალ სხვადასხვა ფორმას მიიღებს. ეს ზეწოლა იმისთვისაა საჭირო, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს პროპორციული სისტემის დაპირება, მივაწოდეთ კიდეც მათ ე.წ. გერმანული მოდელის ქართული ვარიანტი. პოლიტიკური ნება უნდა გამოავლინოს ხელისუფლებამ ამ კრიზისის გადასარჩენად. ამ დროს კი გვეუბნებიან, თემა დავხურეთო, საერთაშორისო პრესას გადახედონ, რას წერენ მათზე, ელჩებს მოუსმინონ, რას ეუბნებიან. დაავიწყდათ, რომ ცოტა ხნის წინ სპექტაკლი გაგვითამაშეს და მაჟორიტარებს - ოქრიაშვილსა და ხუნდაძეს ბრალდებოდათ პროპორციულის ჩავარდნა? ახლა გახდნენ მაჟორიტარული სისტემის თავგადაკლული დამცველები დაწყებული ივანიშვილით, დამთავრებული კობახიძითა და მდინარაძით? ამ უკანასკნელთ რომ ჰკითხოთ, თურმე პროპორციულის მომხრეები არიან. თუ არიან პროპორციულის მომხრეები, აგერ, ვაძლევთ საშუალებას, არ დასჭირდეს ამას საკონსტიტუციო შესწორება, ისე მიიღონ ეს კანონი.

ზოგიერთები თვლიან, რომ დღეს პროცესებს ქვეყანაშიოცნებამართავს, ზოგიერთები მიიჩნევენ, რომნაცებიმართავენ, არის მესამე მოსაზრებაც, რომქოცებიდანაცებიერთად მართავენ პროცესებს. ხალხი სად არის?

- სახალხო მმართველობა და დემოკრატია ნიშნავს წარმომადგენლობითობას, ანუ პარლამენტში უნდა იყვნენ ხალხის რჩეულები, თვითმმართველობის დონეზე იქნება, თუ პარლამენტის დონეზე. ეს არის ხალხის მონაწილეობა ქვეყნის მართვაში. შეთქმულების თეორიის ნაწილია, რომ თითქოს პროცესებს „ნაცმოძრაობა“ მართავს. ხელისუფლებაში არის ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, ქვეყნის მართვის პროცესებზე პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ. რაც შეეხება დღის წესრიგს, ეს ყველასთვის ერთია - პროპორციული სამართლიანი არჩევნები. ამ ყველაფერში რამდენიმე ახალგაზრდული ჯგუფი მონაწილეობს, მაგრამ ყველანი სამართლიან არჩევნებს ითხოვენ. ამ დროს ხელისუფლება არაადეკვატურად იქცევა და ამ პროტესტს რეპრესიებით პასუხობს. ერთი მხრივ, არ იმჩნევს, რაც ხდება ქუჩაში, მეორე მხრივ, ხელისუფლებას მდაბიური კომპლექსი აქვს, თითქოს ყოველი დათმობით ჩამოიშლება მათი ძალაუფლება.

როგორ გგონიათ, დაიღლება ხელისუფლება იმით, რაც რუსთაველზე ხდება, თუ თავს ინუგეშებენ იმით, რომ უკმაყოფილება რუსთაველის გამზირის იქით არ არსებობს?

- უკმაყოფილება გაცილებით დიდია, ვიდრე რაც ჩანს რუსთაველზე მომსვლელთა რაოდენობით. ეს არჩევნებშიც გამომჟღავნდება. ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლება ასე მარტივად არ იცვლება, მაგრამ არჩევნების გარდა ხელისუფლების შეცვლის სხვა მექანიზმი არ არსებობს, თუმცა, სანამ არჩევნებამდე მივა საქმე, ამით მორალურად ხელისუფლება აგებს, ვინაიდან საზოგადოების მხრიდან ზეწოლას არაადეკვატურად პასუხობს. თუ ასე გააგრძელეს, ბოლოს არჩევნებამდე მაინც მივალთ და ასეთი არჩევნები უაღრესად დისკრედიტირებული იქნება.

ვოიაჟები უკრაინაში... ერთ დროს მოსისხლედ გადაკიდებული პოლიტიკოსები საკუთარ თავზე ამაღლდნენ, თუ პირიქით, სააკაშვილთან შეხვედრით საკუთარი წარსულის რევიზია მოახდინეს? რამდენად სწორი სვლა იყო გუბაზ სანიკიძისა და ვალერი გელბახიანის მხრიდან სააკაშვილთან პოლიტიკურადდამოყვრება“?

- ვერავის ვერაფერს ავუკრძალავთ. ამ პროცესებში ვინც მონაწილეობს, ყველას თავისი მოსაზრება აქვს. ემთხვევა, თუ არ ემთხვევა ეს მოსაზრებები ჩვენს ხედვას, ეს მეორე საკითხია. ყველას თავისი ინტერესი აქვს, ინტერესის გარეშე ცხოვრებაში არაფერი ხდება.

მაგრამ სააკაშვილის გარეშე საქართველოს მომავალი მიუღწეველია?

- სააკაშვილი ჩაერთვება თუ არა ამ პროცესებში, ეს მისი საქმეა, საზოგადოება ამას თავად შეაფასებს, ზოგი შეაფასებს დადებითად, ზოგი უარყოფითად. მე შეიძლება, მიმაჩნდეს, რომ ეს ცუდია, მაგრამ სააკაშვილის ჩართულობა-არჩართულობა არ არის მთავარი საკითხი. ვერც „რესპუბლიკური პარტია“, ვერც ახალგაზრდული მოძრაობა ვერ აუკრძალავს ვინმეს მიშასთან დალაპარაკებას. ჩვენ პრობლემა ის კი არ გვაქვს, რომ სხვადასხვა შეხედულება შეიძლება გვქონდეს და სხვადასხვანაირად ვხედავდეთ კრიზისიდან გამოსავალს, მთავარია, ხელისუფლებამ, რომელსაც უპყრია ძალაუფლების ბერკეტები, ისეთი საარჩევნო სისტემა დაუშვას, სადაც ხალხის ნება იქნება გამოხატული. სააკაშვილის ჩართვამ დადებითად იმოქმედა თუ უარყოფითად, ეს გამოჩნდება სამართლიანი არჩევნების პერიოდში. ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს სააკაშვილი.

ასეთი ნაბიჯები საპროტესტი მუხტს არ სწევს დაბლა?

- ვიღაცისთვის ეს საპროტესტო მუხტს დაბლა სწევს, ვიღაცისთვის არა. თუმცა არსებობს რაღაც, რაც უკვე მოცემულობაა და რაზედაც აზრი არ აქვს, ვინმე გავაჩუმოთ. მთავარია, რომ სააკაშვილი დღეს არ არის პროცესების წამყვანი საქართველოს შიგნით, რადგან ელემენტარულად, ის არ იმყოფება ჩვენს ქვეყანაში და არ ხელმძღვანელობს ამ პროცესებს. უბრალოდ, დისტანციიდან გამოთქვამს თავის მოსაზრებებს. მას არ ექვემდებარება პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა. მართალია, მას გაცილებით მეტი გავლენა აქვს თავის მომხრეებსა და „ნაცმოძრაობაზე“, მაგრამ დანარჩენებზე არ აქვს დიდი გავლენა. ის არ უდგას სათავეში ამ მოძრაობას, უბრალოდ, ის უკრაინიდან გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს.

 

სოციალისტი თქვენ გაათახსირეთ საქართველო!
4 წლის უკან
სოციალისტი თქვენ არაფრის აზრზე არ ხართ, არც განათლება გაქვთ და არც ცოდნა! ახლა სიამაყით გაიფიქრებ, როგორ მე (ჩვენ) თუ განათლება არ მაქვს (გვაქვს) აბა ვის აქვსო?! მერე გულში კითხვას შემომიბრუნებ, აბა შენ გაქვს განათლებაო?! ეს ხართ სულ, საპნის ბუშტია თქვენი განათლება, რომელსაც, ბირთვი, ძარღვი არ გააჩნია! ბლა-ბლა ქვია მაგას! აბა წარმოიდგინე, რომ დაიძინო და ერთი 5 ათასი წლის უკან, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3 ათასი წლით ადრე ეპოქაში გამოიღვიძო, დღეს არსებული ცოდნიდან რას მისცემ იმ ეპოქას, ასანთსაც ვერ გააკეთებ, საპონსაც კი... აბა რკინის გამოდნობაზე, ჰესებზე და ელექტროობის გამოყენებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი! თქვენ ალაენ დალესის დოქტრინის ქურუმებმა იცით მხოლოდ ერთი რამ, მანიპულიაციის ოსტატები ხართ, საზოგადოებას შეუმჩნელად, თაღლითის თითლიბაზობით, შეუცვალედ ჭეშმარიტი ადამიანის საკადრისი ღირებულებები, ქართვლის დედა მოწყვიტეთ აკვანს და ოჯახს, ახლა ზოგი იტალიაშია გადახვეწილი ღამის ქოთნის გამტანად, ზოგიც კიდევ "შვიშტოკით" ხელში დარბის პარლამენტის მიმდებარე ქუჩებში!
4 წლის უკან
სოციალისტი შეუცვალეთ
4 წლის უკან
trampi ის ელჩები ამათ ეუბნებიან----- ზურაბიშვილი დანიშნეთ სადმე თბილ და წყნარ ადგილზეო
ხომ კაი ელჩები არიან?/ ესენიც უცებ ,,გამოკეთდებიან ხომ ბ-ნ დავით?
აი ეგა თქვენი მუცლის ტკივილი თორემ საქართველოოოო........................სუ ყველას ქინძზზეც გკიდიათ
4 წლის უკან
Serapina ტრამპი, ამათ რომ მუცლის გვემას უწყებს, ზუსტად ის საქმეა საკეთებელი, ოღონდ ოცნება ვერ ქაჩავს!
არ ყავთ კადრები!
დაუჩემებიათ ინგლისური და კომპიუტერიო. ვითომ შტერი ინგლისელი საბაზისო კომპიუტერის ცოდნით, სახელმწიფოს მართვის უნარიანი იყოს....
მარტო მე მყავს საქართველოში, მინიმუმ ათი კეთილსინდისიერი და თავისი საქმის იშვიათი მცოდნე ნაცნობი. უმეტესობა უმუშევარი ამ დროს...
ვერ გაიგო ოცნებამ, რომ ამდენი გულშემატკივრის გაწბილება, ცუდი საქმეა! კარგი, ქვეყანა ვერ მართეს,ამოდენა ხელფასებს და პრემიებს რა უფლებით იდებენ ჯიბეში?! არც, ეს ამბავი სმენია ივანიშვილს ?
4 წლის უკან
არაგველი641 სოციალისტი, კარგი შენიშვნაა! - "აბა წარმოიდგინე, რომ დაიძინო და ერთი 5 ათასი წლის უკან, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3 ათასი წლით ადრე ეპოქაში გამოიღვიძო, დღეს არსებული ცოდნიდან რას მისცემ იმ ეპოქას, ასანთსაც ვერ გააკეთებ, საპონსაც კი... აბა რკინის გამოდნობაზე, ჰესებზე და ელექტროობის გამოყენებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი!"
4 წლის უკან