ეგვიპტეში ყველაზე საშიში ტერორისტი სიკვდილით დასაჯეს

ეგვიპტეში ყველაზე საშიში ტერორისტი სიკვდილით დასაჯეს

ეგვიპტეში სამხედრო ტრიბუნალმა ყველაზე საშიში ტერორისტი სიკვდილით დასაჯა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხაშიმა აშმაუი განაჩენი დღეს მოიყვანეს სისრულეში. ის სამართალდამცველებმა 2019 წლის ოქტომბერში დააკავეს ლიბიაში, ხოლო მაისში მისი ეგვიპტეში ექსტრადირება მოხდა.

ეგვიპტური მედია აშმაუის ყველაზე საშიშ ტერორისტს უწოდებს. ადრე ის ქვეყნის ელიტარულ ჯარში მსახურობდა. შემდეგ კი რადიკალური შეხედულებების მომხრეების მხარდამჭრი გახდა და ტერორისტულ დაჯგუფებებს შეუერთდა.

ის მსხვილი ტერაქტების მოწყობაში იყო ეჭვმიტანილი. ერთ-ერთია  2017 წლის ოქტომბერში მომხდარი ტერაქტი, რომ,ის დროსაც 16 სამხედრო დაიღუპა.

ხაშიმა აშმაუი ასევე იყო ტერორისტული დაჯგუფება „ბეიტ ალ-მაქდის“ ერთ-ერთი შემქმნელი, რომელიც შემდეგ „ისლამურ დაჯგუფებას“ შეუერთდა. ასევე ეს დაჯგუფება თანამშრომლობდა „მურაბითუნთან“, რომელიც „ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი განშტოება იყო.