რუსეთმა აშშ-ს ბირთვული შეთანხმების გაგრძელება შესთავაზა

რუსეთმა აშშ-ს ბირთვული შეთანხმების გაგრძელება შესთავაზა

რუსეთმა აშშ-ს ბირთვული შეთანხმება „ახალი დასაწყისის“ გაგრძელება შესთავაზა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მოსკოვს ხელშეკრულების გაგრძელება 5 წლით სურს, თუმცა ნაკლებ ვადასაც დათანხმდება. შეთანხმების ვადა 2021 წლის თებერვალში იწურება.

​„ახალი დასაწყისი“ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ბირთვული შეიარაღების კონტროლის შესახებ უკანასკნელი მოქმედი შეთანხმებაა. ის მხარეებისთვის სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების დაშვებულ ნორმას 1 500 ერთეულით განსაზღვრავს. შეთანხმება 2010 წელს გაფორმდა. აშშ-ის მხრიდან მას ხელი ბარაკ ობამამ მოაწერა.

2017 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ შეთანხმების პირობები შტატებისთვის ხელსაყრელი არ არის. ამერიკის მაღალჩინოსნების თქმით, თეთრი სახლის ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ 2020 წელს მიიღებს.