ტრამპმა ჰონგ-კონგში დემოკრატიის მხარდამჭერ კანონპროექტს ხელი მოაწერა

ტრამპმა ჰონგ-კონგში დემოკრატიის მხარდამჭერ კანონპროექტს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ჰონგკონგში დემოკრატიის მხარდაჭერისა და ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტს, რომელიც მანამდე სენატის ორივე პალატამ დაამტკიცა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

დოკუმენტი სახელმწიფო დეპარტამენტს ჰონგ-კონგში ადამიანის უფლებების დარღვევაზე ყოველწლიურად არა მხოლოდ კანონმდებლების წინაშე ანგარიშის წარადგენას, არამედ სანქციების დაწესებას ავალდებულებს იმ პირებისთვის, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ.

კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელსაც ტრამპმა მოაწერა ხელი,  ჰონგ-კონგში კრძალავს ტექნიკისა და იმ საშუალებების ექსპორტს, რომლებსაც ადგილობრივი პოლიცია აქციების ჩასახშობად იყენებს.

ჰონგ-კონგის ადმინისტრაციამ თეთრი სახლის პოზიცია უკვე გააკრიტიკა. მათი მტკიცებით, ეს დოკუმენტი აშშ-სთან ურთიერთობებს დაანგრევს და ეს საშინაო საქმეებში ჩარევაა.

ჰონგ-კონგში მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტი ივნისში დაიწყო. აქციები ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტს მოჰყვა, რომლის თანახმად დაკავებულს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანდა.

მთავრობამ კანონპროექტი გაიწვია, თუმცა დემონსტრაციები არ წყდება. აქციის მონაწილეები დემოკრატიული რეფორმების გატარებას და ჰონგ-კონგის ლიდერის, კერი ლამის გადადგომას ითხოვენ.