პალესტინა აშშ-თან ურთიერთობების გაწყვეტისთვის ემზადება

პალესტინა აშშ-თან ურთიერთობების გაწყვეტისთვის ემზადება

პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ მზად არის, აშშ-თან ურთიერთობა გაწყვიტოს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მაჰმუდ აბასის თქმით, ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლების მშენებლობის აშშ-ის მიერ კანონიერად გამოცხადება გახდა.

„პალესტინის ხელისუფლება გულხელდაკრეფილი არ იჯდება. დაწყებულია კონსულტაციები საპასუხო ზომების მისაღებად“, - განაცხადა მაჰმუდ აბასმა.

მისივე განცხადებით, პალესტინა თეთრი სახლის ინიციატივებს აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანის შემდეგ ბლოკავს.

1978 წლიდან აშშ ოფიციალურად  აცხადებდა, რომ დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლების მშენებლობა უკანონოა. ამასთან ერთად, ვაშინგტონი მრავალი წელი ბლოკავდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ასეთი ქმედებებისთვის ისრაელს გმობდა, გამონაკლისი მხოლოდ 2016 წელი იყო, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა იყო.