ინგლისში სატვირთოში ნაპოვნი ცხედრების ნაწილი ვიეტნამში გადაასვენეს

ინგლისში სატვირთოში ნაპოვნი ცხედრების ნაწილი ვიეტნამში გადაასვენეს

დიდ ბრიტანეთში სატვირთო მანქანაში აღმოჩენილი ცხედრების ნაწილი ვიეტნამში გადაასვენეს. როგორც BBC წერს, ვიეტნამში ბრიტანეთიდან 16 ადამიანის ცხედარი გააიგზავნა. ისინი იმ 39 გარდაცვლილს შორის იყვნენ, რომლებიც სატვირთო მანქანაში ესექსის საგრაფოში იპოვეს.

გამოძიებას აწარმოებს როგორც ბრიტანული ასევე ვიეტნამური მხარე.

23 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში სატვირთო მანქანის კონტეინერში​ 31 კაცისა და 8 ქალის ცხედარი იპოვეს. საქმეზე დაკავებულია 11 ადამიანი.