მელანია ტრამპს ახალგაზრდულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას სტვენით შეხვდნენ

მელანია ტრამპს ახალგაზრდულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას სტვენით შეხვდნენ

აშშ-ის პირველ ლედის ბალტიმორში გამართულ ახალგაზრდულ სამიტზე სტვენით შეხვდნენ. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

მელანია ტრამპი ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, რომელიც ქვეყანაში ოპიოდურ კრიზისს მიუძღვნა. უსიამოვნო შეძახილები და სტვენა მის მიმართ მას შემდეგ დაიწყო, რაც პირველი ლედი სცენაზე ავიდა.

2017 წელს დონალდ ტრამპმა ნარკოტიკების გამო ჯანდაცვის სისტემაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.