რუსთაველზე მიმდინარე პროცესების შემყურე, შეიძლება გაჩნდეს განცდა, რომ უკვე გაიზარდა უდაბნოს თაობა, რომლისთვისაც თავისუფლება მნიშვნელოვანია. თუმცა, ამის საპირისპიროდ, ხელისუფლების მომხრეები ამტკიცებენ, რომ ეს ახალგაზრდები მართულები არიან.
წლების განმავლობაში საქართველოში პროცესები ახალგაზრდობას მიჰყავდა. ეროვნულ-გამათავისუფლებელ იმპულსებსაც ყველაზე მეტად სტუდენტობა ამჟღავნდებდა. მონურ ცხოვრებას შეჩვეული საბჭოთა ნომენკლატურა კი ახალგაზრდების მისწრაფებას ვერ იგებდა. სწორედ ახალგაზრდობა იყო 9 მარტის, 14 აპრილის, 9 აპრილის ავანგარდში... დღეს კი რუსთაველზე მიმდინარე პროცესებში ყველაფერი ერთმანეთში აიხლართა და სამართლიანობისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს შორის გამოჩნდნენ 9-წლიანი უსამართლობის შემქმნელი „ნაციონალები“. ახალგაზრდების ნაწილი ცდილობს, სიტყვით მაინც გაემიჯნოს ამ ადამიანებს, მაგრამ „ნაცებისგან“ და „ევრონაცებისგან“ თავის დაღწევა არც ისე მარტივია. ცხადია, „ნაციონალები“ არ დაანებებენ თავს ახალგაზრდებს.
რა იკითხება ახალგაზრდული მოძრაობის უკან?! ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ესაუბრა.
ცხადია, გულანთებული ახალგაზრდებისთვის შეურაცხმყოფელია, გაითქვიფონ იმ ბრალდებაში, თითქოს ისინი ვინმესგან მართულები არიან, მაგრამ „ნაცების“ გამოჩენა მათ გვერდით ამ პროცესს მაინც ჩრდილს აყენებს. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოხდეს უდაბნოს თავისუფალი თაობის დისტანცირება მარგინალური ძალებისგან?
- ორმაგად შეგვიძლია ამ მოვლენას შევხედოთ. რა თქმა უნდა, ახალგაზრდების ეს თაობა არის აბსოლუტურად განსხვავებული, თავისუფალი, სწორი აზროვნების მქონე. ელემენტარულად, სტუდენტთა დიდ აუდიტორიასთან მაქვს ურთუერთობა და შემიძლია გამოვიტანო ჩემი დასკვნა, რომ ახალგაზრდები ძალიან კარგად იღებენ ალტერნატიულ იდეებს და მათ ძალუძთ მითი რეალობისგან განასხვავონ. ჩვენთან ბევრი ისტორიული მომენტი დამახინჯებულად, არასწორი ინტერპრეტაციით, მცდარი ანალიტიკური მიგნებებით ისწავლება. ამას დღევანდელი სტუდენტობა კარგად ხვდება და ცდილობს, სწორად ჩაწვდეს ჭეშმარიტების არსს.
ალბათ, ეს იმითაც აიხსნება, რომ ისინი საბჭოთა პროპაგანდის პერიოდში არ არიან დაბადებულნი.
- ბუნებრივია. თუმცაღა, მე რომ ვარ ჰომოსოვიეტიკუსის პირმშო, არ ვთვლი, რომ მათგან განსხვავებული ვარ. იმ პერიოდში მივიღე ის განათლება, რასაც დღეს სხვებიც იღებენ. ჩემს თაობაშიც იყო თავისუფლების წყურვილი. საქართველოში კომუნისტური იდეა ყოველთვის განიხილებოდა ზედაპირული და ზოგადი კუთხიდან გამომდინარე, რაც სხვა რესპუბლიკებში ნამდვილად არ შეინიშნებოდა. მაგალითად, უკრაინაში, ბელარუსში უფრო მეტად იყო კომუნისტური იდეოლოგიით მოწამლული თაობის სინდრომი, ვიდრე ჩვენთან. პირდაპირ გეტყვით, რომ 60-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოში იყო იუგოსლავური ტიპის სოციალიზმი. გავიხსენოთ ე.წ. ცეხავიკების როლი. საქართველოში კერძო საკუთრება პროცენტულად მეტი რაოდენობით იყო, ვიდრე სხვა რესპუბლიკებში. კერძო საკუთრების რაოდენობა მთელი საზოგადოების 8%-ს შეადგენდა, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელი იყო. საქართველოში არსებობდა არა მარტო ე.წ. ცეხავიკების მთელი კასტა, არამედ „პირიმზეც“, სადაც მუშაობდნენ თვითდაფინანსებაზე, ანუ თვითონვე გამოიმუშავებდნენ თანხებს. ეჭვი მეპარება, მოსკოვსა და კიევში „პირიმზის“ მსგავსი კერძო სტრუქტურა ყოფილიყო. კერძო საკუთრება საქართველოში იმდენად კარგად იყო ადაპტირებული, რომ ჩვენს ქვეყანაში რეალურად კომუნისტური მმართველობა კლასიკური სახით ნაკლებად შეინიშნებოდა.
შესაძლოა, 1930-40-იან წლებში იყო კომუნისტური მმართველობა, მაგრამ 1933 წელს, როცა საქართველოს ოკუპაციის თემა დასრულდა, საბჭოთა კავშირი მიიღეს ერთა ლიგაში და, ფაქტობრივად, ყველა დასავლურმა სახელმწიფომ ცნო საბჭოთა კავშირი დე იურედ, მაშინ საქართველოს ოკუპაციის თემასაც დაესვა წერტილი. არ გეგონოთ, რომ საქართველოს ოკუპაცია მარადიულად მიმდინარეობდა. ოკუპაცია იყო 1921-დან 1933 წლამდე. მოგვიანებით საქართველოში უფრო იყო დისიდენტური მოძრაობა, ვიდრე ნაციონალურ-გამათავისუფლებელი მოძრაობა, რაც ბალტიის სახელმწიფოებში არსებობდა. იქ სულ სხვა მიდგომები იყო.
თუ ამოვალთ იმ პრინციპიდან, რომ ახალგაზრდული სულისკვეთება მაინც სამართლიანობისა და თავისუფლების ძიებას უკავშირდება, რამდენად გულწრფელია დღევანდელი ახალგაზრდობა ამ ბრძოლაში?
- მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი ქმნიდა თავისი მომავლის საწინდარს, ე.წ. პატრიოტთა ბანაკებს და ახალგაზრდა თაობას „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის საფუძველზე კვებავდა. სხვათა შორის, ჰიტლერიუგენდი და კომკავშირი აღმოცენდა საკმაოდ სერიოზული იდეოლოგიური პროპაგანდისტული აღზრდის ფორმატში. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ პატრიოტთა ბანაკების ნარჩენები ჩანს ამ საპროტესტო აქციებში. ძალიან კარგია, რომ ისინი უმცირესობაში არიან. ესენი არიან აგრესიული უმცირესობა, ზოგიერთი მათგანი ყოფილი „ნაცმოძრაობის“ ლიდერშიპის ნათესავია, ზოგიერთი მათი ოჯახის წევრია, მათ გარდა არიან კიდევ მარგინალები. მაგალითად, ამ აქციაზე მყოფი ერთ-ერთი ახალგაზრდა ლიდერი 2011 წელს მინდია გულუას ახალგაზრდული პარტიის ლიდერი იყო, იმ გულუასი, რომელსაც ოფიციალურად მოსკოვი აფინანსებდა და გულუა არც მალავდა, რომ კრასნოდარის მხარის გუბერნატორის მეგობარი იყო და რუსეთიდან ღებულობდა დაფინანსებას. კარგია, რომ ასეთი ახალგაზრდები უმცირესობაში არიან. ახალგაზრდობა ის იყო, რომელიც 2012 წელს გამოვიდა, როცა იხილა წამების კადრები. სწორედ ახალგაზრდობამ დაამარცხა და წელში გადატეხა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი.
ამ აქციების ახალგაზრდა ლიდერებისგან ასეთი მესიჯები მოდის, რომ ისინი არავის ენდობიან - არც ვოლსკის, არც ნაცებს...
- არც „ნაცებს“ და არც ვოლსკის - ეს მართებული თეზაა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ „ევროპული საქართველოსკენ“ იხრებიან ამ აქციაზე მდგარი ცალკეული ახალგაზრდები. რეალურად, „ევროპული საქართველო“ ისეთივე ავტორიტარული, საშიში პოლიტიკური ძალაა, როგორც „ნაცმოძრაობა“. „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ სულაც არ არის ორი განყენებული ცნება. ეს იგივეა, როგორც ნაცისტურ გერმანიაში შავფორმიანები და ყავისფერფორმიანები. გავიხსენოთ თუნდაც ჰიმლერის ჯგუფები. იგივეა ბოკერიას ჯგუფიც, მათ შეიძლება ტანსაცმლის ფორმა შეცვალეს, მაგრამ იდეოლოგიით ბოკერია-სააკაშვილი ერთ დონეზე არიან. არ ვეთანხმები, რომ მაშინდელი რეჟიმი იყო სააკაშვილის რეჟიმი. სინამდვილეში, ის იყო სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმი, როგორც კამბოჯაში იყო პოლ პოტისა და იენგ სარის რეჟიმი და ეს ორი პირსისხლიანი ჯალათი მართავდა კამბოჯას.
ამ რამდენიმე დღის წინ დააკავეს დავით ბერძენიშვილის შვილი, ახლა უკვე შალვა ნათელაშვილის ვაჟია დაკავებული. ნერვების ომი რას მოუტანს „ქართულ ოცნებას?“ ლიდერების შვილების დაკავება გახდება ახალგაზრდების შეჩერების საფუძველი?
- მე ასეთი აზრი მრჩება, რომ აქ ლიდერების შვილების დაჭერაზე კი არ არის საუბარი, არამედ ეს არის პროვოკაციაზე წამოგება. თავის დროზე ბოლშევიკებს და მემარცხენე ანარქისტებს ჰქონდათ ასეთი იდეა, პროვოკაციაზე წამოეგოთ მოწინააღმდეგე, რასაც მერე მოჰყვებოდა სისხლიანი დაპირისპირება. პროვოკაციაზე წამოგებაც „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა. როცა შენ შეგნებულად ცდილობ, დაგიჭირონ და შენგან გმირის ორეული წარმოჩნდეს, ეს ბოლშევიკების სტილია. თქვენს მიერ დასახელებული ადამიანები: ნათელაშვილი, ბერძენიშვილი კი ებრძოდნენ რეჟიმს, მაგრამ ისინი მაინც იყვნენ საბჭოთა ნომენკლატურის, საბჭოთა ინტელიგენციის წარმომადგენლები. ცხადია, შვილების დაჭერა უარყოფითი ფაქტია, მაგრამ არც ის უნდა გამოვრიცხოთ, შესაძლოა, ეს ახალგაზრდები პროვოკაციაზე მიდიოდნენ. ამიტომ ხელისუფლებამ ისეთი ტაქტიკა უნდა შეიმუშაოს, რომ პროვოკაციის რისკი შეამციროს და პრევენციაზე იმუშაოს. ცალკეული ახალგაზრდები არც მალავენ, ხელისუფლება წამოვაგეთ, ნაღმი ავუფეთქეთო, ეს მათი ნარატივია. ე.წ. ოპოზიცია მუშაობს ხელისუფლების შეცდომების დაშვებაზე, რადგან მათ არ აქვთ საზოგადოების მასობრივი მხარდაჭერა. ეს აჩვენა მათმა საპროტესტო აქციებმა.
ერთმა პარტიამ-„პატრიოტთა ალიანსმა“ შეძლო იმდენი ადამიანის შეკრება, რაც 20 პარტიის ეგიდით შეკრებილებს აღემატებოდა. 10 ათას ადამიანს როცა შეკრებს 20 პარტიის გაერთიანება, ეს უკვე არ არის კარგი მაჩვენებელი.
შენ ჩემთვის ძაან აქტუალურ და მტკივნეულ თემას შეეხე...ხშირად ვწერ ხოლმე აქ მაგ თემაზე
დიახაც.....რუსთაველზე სწორედ ის გენია, ის ჩვენი წაბილწული გენი, რომელიც საუკუნეების მანძილზე დაგროვდა ერში--- ძალიან ბევრმა დამპყრობელმა წაგვიბილწა გენი
...შენ სისხლო ჩემო სად არ დაღვრილო..............ჯამიდან ჯამში, ხაპიდან ხაპში, რყვნიდნენ და ღვრიდნენ, ღვრიდნენ და რყვნიდნენ.........ხომ გახსოვს მუხრანის ეს ლექსი?
ეგრეა......ბევრი აქვს ქართულ სისხლს გადატანილი, ძალიან ბევრი....ჰოოდა იბილწებოდა ქართული სისხლი, ქართული გენი, რა გიკვირს??
რომელი დამპრობელი იზრუნებს დაპყრობილი ერის მორალ---ზნეობის გამოკეთებაზე?? პირიქით რაც უფრო ძააან წაიბილწება დაპყრობილი ერის მორალ-ზნეობა მისი ხეირი ისაა, უფრო ადვილად გაატარებს თავის ინტერესებს, თავის სახეიროდ უფრო ადვილად დაიყოლიებს იმ ხალხს მოღალატეობაზე და ა.შ. .....
მაგ თემაზე აკაკი ბაქრაძის ნაწერებიდან ხშირად მომყავს ხოლმე აქ მაგალითები...
ამბობდა ---- ერის ზნეობას და მორალს პერიოდულად გასუფთავება---გამოწმენდა უნდაო. ერზე მზრუნველმა ხელისუფალმა ერის ზნეობის და მორალის გასუფთავებაზე უნდა იზრუნოსო. მერე ერს ბოთლში ჩასხმულ სუფთა ღვინოს ადარებდა--ამბობდა რა გინდ სუფთა ღვინო იყოს, დროთა განმავლობაში ფსკერზე მაინც ლექი უჩნდება და თუ ის ლექი ღვინოს არ მოაშორეს, არ გამოაცალეს, ღვინო ფუჭდებაო.. ასეა ერიცო ....
მერე დავით აღმასენებელზე ყვებოდა, თუ როგორ გამოაჯანმრთელა ერში ზნეობა და მორალი (ანუ გენიც) კიდევ ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნზე.... მერე კიდევ ზღვის ღელვაზე ყვებოდა ხოლმე----ზღვის ღელვის დროს ზღვაში(ანუ ერში) დაგროვებული ნაგავი, ღელვას სუ ზედაპირზე ამოაქვსო.... ასეა ეხლაცო (მხედრიონის პერიოდზე ამბობდა)
და ასეა დღესაც!!!
ანუ ის ნაგავი თუ არ მოშორდება ერს, სუ ასე განმეორდება ყოველთვის